ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის უმსხვილეს შეთანხმებას აფორმებს
13 ნოემბერი, 2020, 18:17
ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის უმსხვილეს შეთანხმებას აფორმებს

თბილისი (GBC) - ჩინეთი და აზიის კიდევ 14 სახელმწიფო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მსოფლიოში უმსხვილეს შეთანხმებას გააფორმებენ. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, მხარეები 12–15 ნოემბერს ჩანიშნულ სამიტზე გააფომებენ აღნიშნულ შეთანხმებას.

შეთანხმებას უერთდებიან სახელმწიფოები იაპონიიდან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიამდე, რომელთა მოსახლეობის ჯამური რაოდენობა 2,2 მლრდ–ს შეადგენს.

შეთანხმების მიზანია, სავაჭრო ტარიფების შემცირება, მიწოდების ჯაჭვის განვითარება და ელექტრონული ვაჭრობის ახალი წესების სისტემატიზაცია.

აზიის ქვეყნებს შორის ასეთი შეთანხმების გაფორმება არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენებს ზოგიერთ ამერიკულ კომპანიას და სხვა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის ზონის მიღმა ოპერირებენ. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2017 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის გამო, ვაშინგტონის ტრანსწყნარიოკეანის პარტნიორობიდან გასვლასთან დაკავშირებით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები