| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ილონ მასკი ამბობს, რომ დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 4 ტესტი ჩაიტარა, რომელთაგან 2 დადებითია. მილიარდერს, რომელმაც ორ დღეში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორთხი ასტრონავტი უნდა გაგზავნოს, გაციების სიმპტომები აქვს.
„რაღაც უკიდურესად უცნაური ხდება. კორონავირუსზე
ერთ დღეში 4 ტესტი გავიკეთე. ორი შედეგი უარყოფითია, ორი – დადებითი. ერთი და
იგივე დანადგარი (ანალიზისთვის), იგივე ტესტები და ერთი და იგივე ექთანი. სწრაფი
ტესტი კომპანიისგან BD“, – წერს მასკი.
საკუთარ პოსტზე კომენტარებში ილონ მასკი წერს, რომ
სხვადასხვა ლაბორატორიებიდან კიდევ ელლოდება პისიარ ტესტების პასუხებს, მაგრამ
ამას დაახლოებით ერთი დღე–ღამე დასჭირდება. მას გაციების სიმპტომები აღენიშნება:
„ჯერ უჩვეულო არაფერია“.
მასკის SpaceX–ის მიერ კოსმოსური
ხომალდით Crew Dragon კოსმოსში ოთხი ასტრონავტის გაშვება 14
ნოემბერსაა დაგეგმილი. ეს ისტორიაში პირველი კერძო კოსმოსური კომპანიაა, რომელიც ორბიტაზე
ადამიანებს გაიყვანს. აშშ ბოლო წლებში აღარ უშვებდა თავის კოსმოსურ ხომალდებს და ასტრონავტების
გადაყვანას რუსულ „როსკოსმოსს“ უკვეთავდა.
მასკს არაფერი
უთქვამს, აპირებს თუ არა თვითიზოლაციაში გადასვლას. მარტში მილიარდერმა „სიბრიყვე“
უწოდა კორონავირუსის გამო შექმნილ პანიკას, ხოლო მსოფლიოში საკარანტინო ზომების მიღების
შემდეგ, აპრილში ის მოწოდებით გამოვიდა: „დაუბრუნეთ ადამიანებს თავისუფლება“. მასკი
მიიჩნევდა, რომ ადამიანების სახლიდან გასვლის გამო დასჯა „ფაშისტური“ და „არადემოკრატიულია“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss