ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
როგორ აპირებს საბერძნეთი კორონავირუსით გამდიდრებას
13 ნოემბერი, 2020, 18:50
როგორ აპირებს საბერძნეთი კორონავირუსით გამდიდრებას

თბილისი (GBC) - საბერძნეთის მთავრობამ ეკონომიკის გაძლიერების და კორონავირუსით ფულის გამომუშავების მეთოდს მიაგნო. საუბარია 50%–იან საგადასახადო ფასდაკლებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინ ამ ქვეყანაში გადაბარგდება და საბერძნეთის საგადასახადო რეზიდენტი გახდება, იუწყება CNBC.


საბერძნეთის პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა ფინანსურ საკითხებში ალეკს მატელისმა განმარტა, რომ ადამიანები, რომლებსაც ის „ციფრულ მიგრანტებს“ უწოდებს, თავადაც შეუძლიათ გადასახლება საბერძნეთში, ან თავისი კომპანიის გადატანას შესთავაზებენ. საგადასახადო „ფასდაკლება“ 7 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო ამ შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ 2021 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი.


რეზიდენტობა აუცილებელი პირობაა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 8 წლის განმავლობაში შეღავათის მიმღები 7 წლის განმავლობაში არ იყო რეზიდენტი. შემოსავლებსა და საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ იქნება.

ამ კანონპროექტის მიღებას წლის ბოლომდე გეგმავენ. მისი მეშვეობით ქვევყნის მთავრობას არა მხოლოდ სპეციალისტების მოზიდვა, არამედ იმ 800 ათასი ბერძენიდან ნაწილის დაბრუნება მაინც სურს, რომლებმაც ქვეყანა მრავალწლიანი სავალო კრიზისის ფონზე დატოვეს.


ქვეყანამ ბოლო წლებში ევროკავშირში ყველაზე ძლიერი „ტვინების გაჟონვა“ განიცადა, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში საბერძნეთის ეკონომიკა ზრდაში წავიდა. გაზაფხულიდან კი ეს პროცესი პანდემიამ შეაჩერა. ევროკომისიის პროგნოით, საბერძნეთის მშპ მიმდინარე წელს 9%–ს დაკარგავს, ხოლო უმუშევრობა 18%–ს მიაღწევს. ეს მაჩვენებლები ყველაზე მაღალია ევროზონის ქვეყნებს შორის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები