| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია, მივესალმებით დემოკრატიულ ფორმას" - მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელებას პარლამენტში აპირებს, სადაც შესვლას ოპოზიცია არ აპირებს.
ევროკავშირის ელჩის თანდასწრებით, აშშ ელჩის სახლში, მოლაპარაკების მე-2 რაუნდიდან გამოსული არჩილ თალაკვაძის (მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე) ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებთან მეტი თანამშრომლობის გზების ძიება მიმდინარეობს.
"კარი არ მოგვიჯახუნია, მოლაპარაკებები გრძელდება", - ელისაშვილი (& მოქალაქეები) სხვა ბარიერგადალახული პარტიების ლიდერების მსგავსად, მე-3 რაუნდის მოლოდინშია, რაც მალე შედგება, თუმცა I-II შეხვედრებით წინასწარ ასკვნის, რომ უშედეგოდ დასრულდება, რადგან არათუ პოზიციების შეჯერება, ჯერ მხარეებმა პოზიციების დაახლოებაც ვერ შეძლეს.
გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, მოლაპარაკებებიდან გამოთიშვას. მისი თქმით საუბარი კი იყო კონსტრუქციული, მაგრამ წინ "ვერ მივდივართ".
ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი, ქუჩის აქციებით სახელისუფლო პარტიის წნეხში ხედავს გამოსავალს. იესვე როგორც ნაციონალური მოძრაობის უკრაინაში დარჩენილი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლა პარტიის წევრების თქმით, ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. "ბოლომდე, ბოლომდე, ბოლომდე წამსვლელი ვარ ", - წააქეზა სააკაშვილმა ოპოზიცია მოძმე რესპუბლიკიდან, "გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ", - უთხრა მას. პოლიციელებს კი შეურაცხყოფა მიაყენა, დოქსოპულოებად მოიხსენია, რას დაგამსგავსათ ივანიშვილმაო.
ამ დროისთვის პარლამენტთან 15:00 სთ-ზე ჩანიშნული აქცია მიმდინარეობს და სიტყვით ნიკა მელია გამოდის. გაერთიანებული ოპოზიციის და საკანონმდებლო ორგანოსთან ხმის დასაცავასდ შეკრებილი ხალხი, განმეორებითი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ცესკომ კი მე-2 ტურის თარიღი -21 ნოემბერი უკვე დანიშნა.
"თამარ ჟვანიას როლი არის უკედურესად ანტისახელმწიფოებრივი, მას არ უნდა ეპატიოს", - განაცხადა მელიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss