ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარი 20%-ით უფასურდება (2020-2021) - სებ-ის პესიმისტური სცენარი
16 ნოემბერი, 2020, 16:01
ლარი 20%-ით უფასურდება (2020-2021) - სებ-ის პესიმისტური სცენარი
თბილისი (GBC) - სებ-ის საბაზო პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკური აქტივობის 5%-ით შემცირება, ხოლო 2021 წელს მდგომარეობის გაუმჯობესებადა ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის აღდგენას ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნა დასაინვესტიციო აქტივობა განაპირობებს. საგარეო მოთხოვნა კი კვლავ სუსტი რჩება და მხოლოდ ნაწილობრივ აღდგება. ტურისტული ნაკადების აღდგენა მხოლოდ 2021 წლის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი.

პესიმისტურ სცენარში ლარი აშშ დოლარის მიმართ 2020-2021 წლებში 20%-ით უფასურდება. 2022 წლიდან კი ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე ლარი 5%-ით მყარდება. სებ-ის წინა, მაისის პესიმისტური სცენარი უფრო ოპტიმისტური იყო. 2021-2020-ში უფასურდებოდა 15%-ით (მიმდინარე დონესთან შედარებით).

პესიმისტურ სცენარში გახანგრძლივებული რეცესიის პირობებში 2020-2022 წლებში რეალური მშპ-ის ზრდა საბაზო სცენარის
პროგნოზს ჯამურად 5.5%პ-ით ჩამორჩება. მაისის პესიმისტურ სცენარში 8%პ-ით ჩამორჩებოდა

ეკონომიკური აქტივობის ვარდნას, მკვეთრად გაუარესებულ საგარეო მოთხოვნასთან ერთად, გაურკვევლობითა და გაუარესებული მოლოდინებით გამოწვეული სუსტი შიდა მოთხოვნა და საინვესტიციო აქტივობაც განაპირობებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები