ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტურიზმმა კრიზისი მინიმალური დანაკარგით უნდა გადალახოს
18 ნოემბერი, 2020, 14:30
თბილისი (GBC) - National Geographic-ის მიერ საქართველოს და, კერძოდ, სვანეთის დასახელება მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის კიდევ ერთი სტიმულია, რომ 2021 წელს ჩვენ დავიწყებთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გავლენიანი გამოცემის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდშიც იქნება ბევრი და თვისობრივად ახალი გამოწვევები, თუმცა, სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად მობილიზებულია იმისთვის, რომ მოხდეს ამ კრიზისული პერიოდის მინიმალური დანაკარგებით გადალახვა.

„რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური სტიმულირების ის ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს პანდემიის პირველივე ეტაპიდან“ - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო,ე სვანეთი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო ისეთ მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს.

National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია "Dream Now, Go Later.“ 25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები