ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პიკში შევდივართ - გამყრელიძე
24 ნოემბერი, 2020, 13:34
პიკში შევდივართ - გამყრელიძე
თბილისი (GBC) - შეზღუდვებზე 2 დღეში შეჯერდებიან, - სამშაბათის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, წერტილოვანი რეგულაციების გამკაცრების საჭიროებაზე განაცხადა, რადგან პიკში შევდივართ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოდან არჩევითი ჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება, ფართოდ კი მომავალი წლის გაზაფხულიდან.

პირველად მედიკოსები აIცერებიან, მე-2 რიგში გათვალისწინებულია ხანდაზმულების და თანხმლები დაავადებების მატარებლების ვაქცინაცია.

საქართველოში შემოვა ჯანდაცვის მსოფლიო, აშშ-ს და ევროპის წამლის ორგანიზაციების აღიარებული ვაქცინა. უფასოა და შეკვეთილია $17 მლნ -ის, 700 000 პირისთვის (მოსახლეობის 20%), რომლის საფასურის ნაწილი - $4 მლნ ოქტომბერშია წინასწარ გადახდილი.

ამირან გამყრელიძემ გართულებული ლოჯისტიკის გათვალისწინებით პარტნიორებთან წინასწარი მოლაპარაკებების მიმდინარე რეჟიმზეც განაცხადა. სხვადასხვა წარმოების ვაქცინა სხვადასხვა ტემპერატურულ ბალანსს საჭიროებს. -70 -80 გრადუსზე ინახება. მოდერნას ვაქცინას -20 გრადუსის სჭირდება. ამიტომ სამაცივრე დანადგარებიც უნდა შეიძინონ. ვაქცინა 2-ჯერადად კეთდება 3-4 კვირის პერიოდულობით.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინის შემოტანის ალტერნატიულ გზებზეც მუშაობენ, მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებით. ასე შეძენა კი უფრო ძვირი ჯდება






მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები