ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბაღდოშვილი: მალე რესტორანი არ დარჩება, რომელიც ტურისტს ბორჯომის წყალს მიყიდის
26 ნოემბერი, 2020, 15:38
ბაღდოშვილი: მალე რესტორანი არ დარჩება, რომელიც ტურისტს ბორჯომის წყალს მიყიდის

თბილისი (GBC) - „კოვიდ პანდემიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა სარესტორნო ბიზნესს, მთლიანად ეკონომიკას და ტურიზმსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია კვების ინდუსტრიასთან“,-  განაცხადა რადიოსადგურ „ჩვენებურების“ პროგრამა „მომავლი თაობის ბიზნესის“ ეთერში ცნობილმა შეფ მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა.


მისი თქმით,დიდი ფინანსური რესურსი ჩაიდო ბოლო წლებში ამ ინდუსტრიაში და დღეს ეს ყველაფერი გაჩერებულია.

 „შეიძლება ითქვას,რომ სექტორი კვდება და  მისი რეაბილიტაცია მხოლოდ სახელმწიფოს ძალისხმევით და თანადგომით არის შესაძლებელი“,- აცხადებს ბაღდოშვილი. მისი თქმით, რესტორნების თითქმის 50 % დაკეტილია და  ალბათ დარჩენილებიდან ნახევარი კიდევ დაიკეტება. მისი შეფასებით, ამის  ერთ-ერთი მიზეზი ახალი რეგულაციები და შესაბამისად რესტორნების  გაზრდილი ხარჯებია.

მისი აზრით,როცა პანდემია დასრულდება და ტურისტი დაბრუნდება, ფაქტობრივად ვერაფერს დავახვედრებთ.

„მალე რესტორანი არ დარჩება, რომელიც ტურისტს ბორჯომის წყალს მიყიდის“,-მიაჩნია ბაღდოშვილს.

ბაღდოშვილის თქმით,ის ოპტიმისტია და  არსებული სირთულეების მიუხედავად იმედი აქვს, რომ ქართულ კულინარიას როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ დიდი მომავალი აქვს.

“თუ გინდა რომ შენი ქვეყნის გასტრონომია პოპულარული გახდეს, თავდაპირველად პოპულარობა ნიუ-იორკში უნდა მოიპოვო“,-მიაჩნია ბაღდოშვილს.

მისი თქმით,გასტრონომია  ცვალებადია ისევე როგორც მოდა.

„25 წელი კულინარიის ხელოვნებას საზღვარგარეთ, კერძოდ  ევროპის ქვეყნებში ვეუფლებოდი. 20 წელი აქედან პორტუგალიაში გავატარე და შეიძლება ითქვას რომ ამ წლებმა დამაღვინა როგორც კულინარი“.-აცხადებს ბაღდოშვილი.

როგორც ის ამბობს საქართელოში ეხლა აქტუალური გახდა ძველი კერძების გაცოცხლება -აღორძინება და რეაბილიტაცია. მისი თქმით,საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ქართული სუფრის დაზიანება. ბევრი კერძი დაივიწყეს და  ლამის დაიკარგა.  დღეს პოპულარობით ის რესტორნები სარგებლობენ,რომლებიც  მომხმარებელს ასეთ ავტოქტონურ კერძებს სთავაზობენ.

ბაღდოშვილის თქმით ქართულ კულინარიაში არსებობს ისეთი კერძები,რომლის ხელის ხლება ,ანუ საკუთარი შეხედულებემისამებრ ინტერპრეტაცია  არ შეიძლება და დაუშვებელია. ბაღდოშვილი ამას  ქართველების კონსერვატიზმით ხსნის. მისი თქმით, ბევრი ადგილობრივი კერძი ათასწლეულებს თუ არა ასწლეულებს ითვლის და  მათი მომზადებისას  უმჯობესი იქნება თუ ტრადიციები დაცული იქნება. ბაღდოშვილის თქმით,ექსპერიმენტები პირად სივერცეში მისაღებია,თუმცა სარესტორნო ბიზნესში უფრო ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო.

 „სადღაც ამოვიკითხეთ დამბალხაჭოს მომზადების წესი და უკვე მეორე დღეს რესტორნის მენიუში შევიტანეთ თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით. ამის გაკეთება დაუშვებელი მგონია. კერძის შესასწავლად და ასე ვთქვათ  მისი გემოვნური თვისებების დასასმელად სულ ცოტა ერთი წელი მაინცაა საჭირო.ტრადიციებს გაფრთხილება სჭირდება“,-მიაჩნია ბაღდოშვილს.

როგორც ბაღდოშვილი ყვება მისი საქართველოში დაბრუნება გარკვეულწილად ნოსტალგიით და აქ არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი იყო განპირობებული. მისი თქმით, მას იმედი ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ მისი ბიზნესი აქ წარმატებული იქნებოდა.

„გასტრონომია არ არის ქარხანა ან დანადგანი რომელიც შტამპავს პროდუქტს. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი რომელიც გაძლევს სიცოცხლეს და შენც უნდა დაიხარჯო მისთვის“,- აცხადებს ბაღდოშვილი.

ბაღდოშვილის თქმით, მან  და მისმა თანამოაზრეებმა ადგილობრივ  სარესტორნო ბიზნესში შესვლა 2019 წელს გადაწყვიტეს და ბაზარზე  გამოჩნდა  სარესტორნო ქსელი„ჩვენი“ რომელიც  უკვე თბილისში, გუდაურში და ბაკურიანში ოპერირებს და ოთხ რესტორანს აერთიანებს. როგორც ბაღდოშვილი აცხადებს, „ჩვენის“ კონცეფციაში ერთდროულად სამი მიმდინარეობა, ე.წ. ურბან-არტ-ეკოა თავმოყრილი.

„გარემო, სერვისი და კერძების გემოვნური თვისებები“,- ბაღდიშვილის თქმით, სწორედ ესაა მათი წარმატების საიდუმლო.

მისი თქმით, მათი რესტორნების ქსელში  მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს საავტორო, ასევე  ტრადიციული და განახლებული ქართული კერძები. მენიუშია ასევე იაპონური სამზარეულოც.როგორც ბაღდოშვილი აცხადებს, მათ რესტორნებში იაპონური და ქართული სამზარეულო თანაბარად პოპულარულია და მოთხოვნაც თითქმის იდენტურია. ბაღდოშვილის თქმით, მათი რესტორნების პოპულარობას გარკვეულწილად მისი პოპულარობაც განაპირობებს,თუმცა მთავარი მაინც რესტორნებში არსებული სერვისი და კერძების გემოვნური თვისებებია. ბაღდოშვილის თქმით, რესტორნის მენიუში არსებული კერძების გემოვნური თვისებების ფორმირებაში გადამწყვეტი სიტყვა მას ეკუთვნის, თუმცა გარკვეული თავისუფლება  და ერთგვარი ვარიაციის საშუალება რესტორნების შეფ მზარეულებსაც აქვთ.

ბაღდოშვილის თქმით, მათი რესტორნები საშუალოზე ოდნავ მაღალ საფასო სეგმენტს განეკუთვნება და  მომხმარებელიც შესაბამისი ჰყავთ.

ბაღდოშვილის მოსაზრებით, სარესტორნო ბიზნესი და მისი მომხმარებელი საქართველოში ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა და შეიცვალა პოზიტიური მიმართულებით. როგორც ის ამბობს, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით  აღსანიშნავია რესტორნებში პროდუქტების მომზადების და შენახვის ჰიგიენა  და პანდემიის პირობებში ეს სტანდარტები კიდევ უფრო გამკაცრდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები