| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC ) - თუ შეცდომა დაუშვით, სრულად საქართველოს ვუხდი ბოდიშს. ვეცდებით კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებას. ყველაფრის მიმღეობა გაგვაჩნია", - ჯანდაცვის მინისტრმა TV მაესტროს ეთერში საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციის მზაობაზე განაცხადა, როცა მას რეგულაციების დაგვიანებაზე ჰკითხეს და ზაფხულის მოდუნებაზე. ამასთან უშეცდომო გაზაფხულზე განაცხადა, როცა მისი თქმით სხვა ქვეყნების შეცდომებს აკვირდებოდნენ და სხვის შეცდომებზე სწავლობდნენ.
"ზაფხულის მზადება არ იყო მარტივი, რამდენიმე ფაზას მოიცავდა, ექიმების გადამზადებას სჭირდებოდა ტრენერები და ტრენერების მომზადებას შესაბამისი პროცედურა", - სოფლის და ოჯახის ექიმების 90%-ის გადამზადება ტიკარაძის თქმით არ იყო მარტივი. გადამზადდა 43 კლინიკის სამედიცინო პერსონალი, როცა პანდემიის მართვაში პირველი ტალღისას 5 კლინიკა იყო ჩართული.
სასწრაფოს, ასევე პაციენტის მკურნალობის დაგვიანებაზე, დისტანციური არხების მუდმივ ხარვეზზე (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მძიმე პაციენტისთვის პასუხის დროულად წარდგენით კლინიკაში დასაწოლოდ) მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ფაქტს მონიტორინგი მყისიერად აღრიცხავს, "ყველა ჩართული ვართ შესწავლაში", - მინისტრმა პარალელი განვითარებულ ქვეყნებთან გაავლო, იმის მისანიშნებლად, რომ 100% -ით გამართული სისტემა იქაც კი არ არის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss