ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტოიოტა ცენტრი ბათუმში მომხმარებლებს შეუზღუდავად მოემსახურება
1 დეკემბერი, 2020, 13:37
ტოიოტა ცენტრი ბათუმში მომხმარებლებს შეუზღუდავად მოემსახურება

თბილისი (GBC) - „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ რეგიონალური ცენტრი ავტოსერვისის მიმართულებით სრული დატვირთვით მუშაობს. ქვეყანაში ეპიდვითარებასთან არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ავტომობილების შეძენა დისტანციურად ხდება. მომხმარებელს შეუძლია ონლაინ კატალოგის მეშვეობით შეარჩიოს სასურველი ავტომობილი, ხოლო ცენტრი უზრუნველყოფს სასურველ ადგილზე ავტომობილის მიწოდებას. 

„ტოიოტა ცენტრ ბათუმში“ დისტანციურად შესაძლებელია ტოიოტას ორიგინალი ნაწილების შეძენა 15% ფასდაკლებით. ზამთრის ორიგინალ აქსესუარებზე 25%-მდე ფასდაკლება ვრცელდება. აქციები მიმდინარეობს 2015 წლამდე გამოშვებული ავტომობილებისთვისაც, რომლებიც 20% ფასდაკლებას მიიღებენ ორიგინალ ზეთზე, ზეთის ფილტრსა და ზეთის შეცვლის სერვისზე.

„ტოიოტა“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია მსოფლიოში, რომელიც გამოირჩევა ყველაზე დიდი და მზარდი წილით საცალო და კორპორატიულ სექტორში.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ „თეგეტა მოტორსის“ შვილობილ კომპანიებს შორის რიგით მეორე „ტოიოტას“ ავტორიზებული ცენტრია „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“  შემდეგ, რომელიც 2014 წლიდან წარმოადგენს „ტოიოტა კავკასიას“ ოფიციალურ დილერს საქართველოში.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ყველა თანამშრომელი ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადდა. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი მანქანა-დანადგარებით და ავტორიზებული პროგრამებით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები