| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

Startup Grind მსოფლიოში ყველაზე დიდი, 3,5 მილიონი წევრისგან შემდგარი კომუნაა, რომელიც სტარტაპებს და ინოვატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს. წლის განმავლობაში Startup Grind-ის ორგანიზებით რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება იმართება, მათ შორის უმსხვილესი სილიკონ ველიზე, ლონდონსა და თბილისში.
Europe-Asia Connect წელს 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს, 5000-ზე მეტ დამსწრეს და სტარტაპს 35-ზე მეტი ქვეყნიდან უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ სპიკერების უმრავლესობა ცნობილი კომპანიების უშუალოდ დამფუძნებლები არიან, რომლებმაც ბიზნესი ნულიდან დაიწყეს და დღეისთვის ღირებული კომპანიები შექმნეს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი სპიკერი მარკეტინგის გურუ, ანტრეპრენერი, ტექ-ევანგელისტი და არაერთი წიგნის ავტორი Guy Kawasaki-ა. ასევე სპიკერებს შორისაა Treasure Data-ს დამფუძნებელი - ბილ ტაი, კომპანია Oracle-ის ვიცე-პრეზიდენტი, ლუკ კოვალსკი.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი, სილიკონ ველის ანტრეპრენერი, სტივ ბლანკი იქნება. სტივ ბლანკის მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ ინოვაციურ კომპანიას და წარმატებულ პროექტს უკავშირდება. მას თანამედროვე ანტრეპრენერობის მამასაც უწოდებენ და განიხილავენ როგორ ერთ-ერთ საუკეთესო მრჩეველს სტარტაპ ინდუსტრიაში.
Europe-Asia Connect არის უნიკალური შანსი სტარტაპებისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების სემინარებში;
გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპები, გაცვალონ გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა. ასევე, მიიღონ ყველაზე დიდ სტარტაპ შეჯიბრში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში, მიიღონ რჩევები სილიკონ ველის მენტორებისგან.
პირველი მსგავსი ღონისძიება თბილისში - Europe-Asia Connect - 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა, სადაც სპიკერები 15 ქვეყნიდან იყვნენ მოწვეული. იქიდან გამომდინარე, რომ წლევანდელი ღონისძიება 100%-ით ონლაინ გაიმართება, ეს მასშტაბის კიდევ უფრო მეტად გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.startupgrind.com/tbilisi/
საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://tkt.ge/event/237767/startap-graindis-evropa-aziis-teqnologiuri-ghonisdzieba
ღონისძიება ტარდება საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან თანამშრომლობით და მას არაერთი ქართული და უცხოური პარტნიორი კომპანია ჰყავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss