ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შშმ პირთა ისტორიის კონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტები
3 დეკემბერი, 2020, 15:37
შშმ პირთა ისტორიის კონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტები

თბილისი (GBC) პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირების, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვისშშმ პირთა ისტორიების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა6 გამარჯვებული გამოვლინდა. დაჯილდოვდნენ, როგორც პუბლიკაციის ავტორები ასევე, ისტორიის გმირები.


კონკურსში გამარჯვებულები არიან: akhaliganatleba.ge - ის ჟურნალისტი მაკა ყიფიანი, რომელმაც საკუთარი პუბლიკაცია ნათია მუშკუდიანის ისტორიაზე ააგო, ბლოგერი ნათია გოგოლაშვილი, ორგანიზაცია ,,ქალები საქართველოდან წარმომადგენელი ნინო გამისონია, რომელმაც საკონკურსო პუბლიკაციაში ლია ჩაჩიბაიას ისტორია შემოგვთავაზა და ესმა გუმბერიძე, რომელიც თავად არის შშმ პირი და საკუთარი ისტორია მოგვითხრო. ანუ კონკურსში გამარჯვებულია 3 პუბლიკაციის ავტორი და 3 შშმ პირი. მათ კონკურსისათვის დაწესებული პრიზები პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.



გამარჯვებულებთან ონლაინფორმატში გამართულ შეხვედრაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება და წარმატება საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პრეზიდენტის მრჩეველმა, შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა მიულოცა და წინსვლა უსურვა. მისი განცხადებით, კონკურსის მიზანი იყო შშმ პირებს მისცემოდათ შესაძლებლობა თავად შეეფასებინათ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება და გაეცნოთ საზოგადოებისათვის მათი წარმატებისა, თუ წარუმატებლობის ისტორიები. 


სიმონ პეტრიდისის განცხადებით, კონკურსი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მის ორგანიზებას  ადმინისტრაცია მომავალ წლებშიც გეგმავს, ასევე დაგეგმილია ბროშურის მომზადება, სადაც ყველა ისტორია მოიყრის თავს და თითოეულ ისტორიის გმირთან ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელებa მუშაობა, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება.

შშმ პირთა ისტორიების კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც დაკომპლექტებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან: თამარ მაღლაკელიძე (,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის), მუხრან გუნია (აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი ჰერა) და თამარ მაჭარაშვილი (,,ქალი და რეალობა).


ადმინისტრაციამ კონკურსი 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს გამოაცხადა.


ორბელიანების სასახლეში დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონია პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვერ გაიმართა, რომელიც  დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო.


პრიზები პანდემიის გამო დაწესებული რეგულეციებით გაიცა .

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები