ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საცალო სესხები ძვირდება
7 დეკემბერი, 2020, 20:03
საცალო სესხები ძვირდება

თბილისი (GBC) - სესხის გადავადებას, საგაზაფხულო შეღავათით მოსარგებლე მხოლოდ 10% შეძლებს. ისიც პროცენტის კაპიტალიზაციით", - ბანკების ლობი ბანკის მსესხებელს, ვისაც ხელფასი შეუნარჩუნდა, ბოლო ტალღის შეღავათს ვერ ჰპირდება, - "ბანკები ვერ შეძლებენ, რესურსი აღარ აქვთ"- ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბანკიც პანდემიის  მსხვერპლია.


ალექსანდრე ძნელაძე  ოპტიმისტურ  სცენარს განიხილავს, რაც  Q1/2020-სთვის მარტში შექმნილი  სავალდებულო რეზერვის გამორეზერვებას გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირობითი ბუფერი-რეზერვი, რაც სებ-მა  საბანკო სექტორს შესაძლო სასესხო დანაკარგებისთვის, პანდემიის პირველ ტალღაში შეაქმნევინა, ბოლო ტალღაში გაპრობლემებული პორტფელისთვის საკმარისზე მეტი იქნება.


ბანკების ინფორმაციით, ერთიანი სახელმძღვანელო დებულება,  სადაც საშეღავათო  ვადაა გაწერილი არ არსებობს. კლიენტი მსესხებელს განაცხადით მიმართავს და ბანკი პროცენტის გაჩერების ვადას ინდივიდუალურად  უსაზღვრავს. თავდაპირველად სავარაუდოდ 2 თვით. ეფექტური განაკვეთის შენარჩუნებასაც ვერ პირდება.


სესხის შესაძლო გაძვირებას ალექსანდე ძნელაძეც ადასტურებს. დაგრძელვადიანების პირობები, საგაზაფხულოსგან განსხვავებულია. მისივე ინფორმაციით,  ფიზიკურისგან განსხვავებით, სუბსიდირების ახალ რეჟიმში ხვდება იურიდიული პირი, სარესტორნე ბიზნესიდან და სექტორი შესამთავრობო დადგენილებას ელოდება, ბიზნესს პირობები, რომ შესთავაზოს..


მსგავსი შეღავათით სარგებლობს ტურისტული სექტორი, მათ შორის სასტუმროები, რომელთა ნაწილი covid  სივრცეა და იზოლაციაში მყოფი სტუმრის ხარჯს სახელმწიფო აფინანსებს.


ბევრი მცირე  სასტუმრო  ჩივის, რომ შეღავათით ვერ სარგებლობს. მათ შორის, ვერც 4 ნომრიანზე მეტი და ვერც ნაკლები. ალექსანდე ძნელაძემ მიზეზი აგვიხსნა, რომ გირაოში ჩადებული ქონება კომპანიის კი არა, ფიზიკური პირისაა. და მიუხედავად იმისა, რომ შეღავათის მისაღებად, მეწარმე სუბიექტებს გადარეგისტრირების ვადა მიეცა, არ ისარგებლეს. 


სესხების გადავადების მე-3 ეტაპი დადგა და საბანკო სექტორს წინა ეტაპის გადავადებული ჯერ კიდევ არ აქვს კლასიფიცირებული, სექტორულ ჭრულში. შესაბამისად მარეგულირებელსაც არ აქვს სრული სურათი შეფასების და გაანალიზებისთვის. 


გაზაფხულზე 2 მლნ სესხი გადავადდა, მე-2 ეტაპზე  700 000 და მე-3 ეტაპისთვის 200 000 -ის ფარგლებშია მოსალოდენლი 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები