| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო გამჭვირვალობა ერთპარტიული პარლამენტის ფუნქციას ეჭქვეშ აყენებს, ორგანო გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს ვერ შეძლებს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და საკანონმდებლო ორგანოს გამართული ფუნქციონირება საკვანძო მნიშვნელობისაა.
90 დეპუტატიანი პარლამენტი 100 ან 113 ხმით მისაღებ კანონპროექტებს ვერ დაამტკიცებს. 2/3 (100 ხმა) იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ასევე კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ. 3/4 (113) კონსტიტუციურ კანონს 1 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. 113 ხმა სჭირდება რატიფიცირებას, დენონსირებას, გაუქმებას.
1/5 (90
ხმა) ირჩევს სახალხო დამცველს, ამტკიცებს საკონსტიტუციო შეთანხმებას, ირჩევს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ირჩევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.
90 წევრიანი პარლამენტი ნდობის ჯგუფში 5-ის ნაცვკლად 3 წევრს ნიშნავს, ოპოზიციის კვოტას, რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა ვერ შეავსებს, რაც უფრო ასუსტებს უსაფრთხოების სექტორის კონტროლს.
თავმჯდომარეს 4-ის ნაცვლად 2 მოადგილე, რადგან 2, ოპოზიციიდან ასარჩევია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss