ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საპენსიოს ბანკის გარდა ჯერ სხვა კლიენტი არ ჰყავს
5 თებერვალი, 2021, 17:39
საპენსიოს ბანკის გარდა ჯერ სხვა კლიენტი არ ჰყავს

თბილისი (GBC) - 05/02/2021-ის მდგომარეობით, საპენსო აქტივები ₾ 1.3 მილიარდია, დარიცხული სარგებელი - ₾116 მლნ (28/12/2020 – 1.2 მლრდ, ₾103 მლნ)

 

დაგროვებითი პენსიით 624 -მა ისარგებლა (28/12/2020 – 606 ). 500 პირზე მეტი 2 კატეგორიაზე მოდის  თანაბარი წილებით, შშმ სტატუსით და პირები, ვისაც საპენსიო ასაკი შეუსრულდა. დანარჩენმა მემკვიდრის უფლებით ისარგებლეს და ერთმა, ქვეყნიდან მუდმივად გადასვლის გამო. სქემას ყოველთვიურად 12 000 პენსიონერი ემატება,

 

საპენსიო აქტივები სრულად ლარშია და  განთავსებულია კომერციულ ბანკებში, ეფექტური წლიური სარგებლით - 10.8% (31/12/2020 – 10.9%) 76% - სადეპოზიტო სერთიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, 24% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია ინვესტირებული.

 

საპენსიო დანაზოგების ინვესტირების შესახებ საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე, საპარლამენტო კომიტეტის  თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძე საპენსიოს ხელმძღვანელს გიორგი დანელიას იანვრის ბოლოს ესაუბრა. 


კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად უახლოეს პერიოდში, სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის შემდეგ დაიწყება. საინვესტიციო საბჭომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე დააზუსტა საპენსიო აქტივების შეფასების მეთოდოლოგია.


ბანკის შემდეგ აქტივების კომპანიების  ბონდებში დაბანდება მოიაზრება, რაზეც დეკემბერში, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა განაცხადეს. ივანე მაჭავარიანმა, სახელმწიფო საწამოების ფუნქციურ გაძლიერების არაორდინალურ გამოსავალზე, სუვერენული გარანტიების ჩამოცილებით, ფასიანი ქაღალდების ემიისიის პერსპექტივით. თურნავამ კი  სახელმწიფო კომპანიების ნაწილის კორპორატიზაციაზე. ბოლო სიახლე იყო ხუთშაბათს, რკინიგზის კორპორატიზაციის და რეფორმირების დღის წესრიგის  განსასაზღვრად პრემიერთან, ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების შეხვედრა. 




 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები