| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იანვარში იპოთეკური სესხების გაცემა 34%-ით შემცირდა წლიურად რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.
TBC კაპიტალის მონაცემებით, იპოთეკური სესხები პანდემიის დაწყებიდან ზრდას მხოლოდ აგვისტო-სექტემბერი- ოქტომბრის პერიოდში აჩვენებდა, თუმცა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ იანვარში კლება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.
6%-ით შემცირდა წლიურად თბილისში გაყიდული უძრავი ქონების მაჩვენებელიც.
2020 წელს ჯამურად, ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა.
2020 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და 849 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 342 მილიონი აშშ დოლარი იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss