ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკებს პროფილური კომიტეტი 2022 -ისთვის უნდა ჰქონდეს
10 თებერვალი, 2021, 19:21
ბანკებს პროფილური კომიტეტი 2022 -ისთვის უნდა ჰქონდეს

თბილისი (GBC) - კომერციულ ბანკებში რისკების სწორად იდენტიფიცირება, მართვა და მონიტორინგი პრიორიტეტია, როგორც სტაბილურ ასევე ცვალებად გარემოში, რასაც უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების და პროფილური კომიტეტების არსებობა, - სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  თეონა კონტრიძემ ბიზნესპარტნიორის ეთერში ისაუბრა, ევროკავშირის დაზუსტებულ კრიტერიუმებთან სებ-ის მოთხოვნების შესაბამისობაზე. 

ბანკის საბჭოსთან პროფილური კომიტეტების შექმნის და საკომიტეტო მუშაობაში საბჭოს წევრების ჩართვის გარდა, კორპორაციული მართვის კოდექსი ითვალისწინებს სისტემურ ბანკებში საბონუსე ანაზღაურების დაყოვნების ვადის 5 წლიან ზღვარს, რომელიც კოდექსის ამოქმედებიდან ძალაშია. 

დაემატა 3 ყველაზე მსხვილი ბანკის დირექტორატი. ევროდირექტივის შესაბამისად განახლებული დოკუმენტით,ზღვრის დაცვა მოუწევს აქტივების მიხედვით №3 ბანკსაც. ამ დროისთვის მე-3  პოზიციაზე ლიბერთია (₾2.982 მლრდ აქტივებით), რომელიც სისტემური ბანკების კატეგორიაშია სოცალური მიმართულებას მომსახურების ნიშნით. დანარჩენი 2: BOGG  და TBC  პორტფელის მოცულობის მიხედვითა კვალიფიცირდა სისტემურად. შესაბამისად  განსხვავებული ვალდებულება ახლა 3 ბანკს აკისრია. მაგრამ, მაგ: ₾2.05 მილიარდიანი აქტივების №4 - ვითიბი ბანკი, თუ ლიბერთის გადაუსწრებს, მაშინ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონედ 4 ბანკი მიიჩნევა და შესაბამისად 5Y ზღვრის დაცვა 4  ბანკს მოუწევს. არასისტემურის ბანკებისთვის ზღვარი 3 წელია.

კონტრიძემ განმარტა, რომ შემოსაზღვრამდე შეზღუდვა არ იყო. მაღალი რისკის ამღები და მასთან  გათანაბრებული პირები (დირექტორები, მოადგილეები,ასევე საშ/დაბალი რგოლის მენეჯერები) საბონუსე ანაზღაურებას  დროში შეუზღუდავად იღებენ. შესაბამისად მოკლე ვადაშიც. რისკები კი  გრძელვადიან პერიოდში რეალიზდება და პერიოდის დახანგრძლივებაც ამან განაპირობა. საერთაშორისო ბირჟაზე  გასულ ბანკებს, კორპორაციული მართვის კოდექსის დაცვას, სებ-ის ნორმის გარეშეც, ლისტინგი ავალდებულებს. ამ დროისთვიის  ლონდონის ბირჟის პრემიუმ ლისტინგში  თიბისის და საქართველოს ბანკის აქციები ივაჭრება. 

"ბონუსის დროში გადავადების პრაქტიკის შემოღება მოხდა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ. იმ პერიოდში როგორც აღმოჩნა აღმასრულებელი რგოლის თანამშრომლებს ბონუსების დიდი ნაწილი ჰქონდათ მიბმული ისეთ კრიტერიუმებზე, რომლებიც ჭარბი რისკების აღებას ახალისებდა. ვინაიდან რისკები უფრო გვიან რეალიზდება, ხოლო ბონუსს იღებდნენ დაუყოვნებლივ საჭირო გახდა ბონუსის მიღების პერიოდის გადავადება. ჩვენც ეს მოთხოვნები ჯერ კიდევ 2018 წელს შემოვიღეთ, როდესაც პირველად გამოიცა კორპორაციული მართვის კოდექსი" - განაცხადა თეონა კონტრიძემ.

 

კოდექსის 2021 წელს ასამოქმედებელი ვალდებულებებიდან, 01.01.2022 წლამდე გადავადდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეების ცვლილება, ასევე, ანაზღაურების ზოგიერთი ახალი ჩანაწერის შესაბამისობასთან მოსასვლელად კონტრაქტების.  დირექტორებთან კონტრაქტების ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, სებ-ი ბანკებს 2021 წლის ბოლომდე აძლევს დოს.  


კომიტეტების შექმნის მოთხოვნა აქამდეც იყო, დაემატა მხოლოდ ნომინაციის კომიტეტის მოთხოვნა, რომელიც 2021 წელს შეიქმნება, თუმცა 2022 წლის ბოლომდე სავალდებულო არ იქნება, კომიტეტების თავმჯდომარეები იყვნენ საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები