ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კაპიტალის ბაზრის განვითარების სებ-ის პროგრამას EBRD-ი მხარს უჭერს
12 თებერვალი, 2021, 11:33
კაპიტალის ბაზრის განვითარების სებ-ის პროგრამას EBRD-ი მხარს უჭერს
თბიისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი მხარს უჭერენ საქართველოს ეროვნული ბანკის ინიცირებულ პროგრამას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის

ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალის ბაზრების განვითარების გუნდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას გაუწევს მხარდაჭერას. პროგრამა მიზნად ისახავს კომპანიების კაპიტალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას.

პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ტექნიკური მხარდაჭერა, განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეულ  კომპანიებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის საშუალებით დაფინანსების მოპოვებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტიციების  მობილიზებაში დაეხმარება. 

პროგრამა ითვალისწინებს ინდივიდუალური კომპანიებისთვის საჭიროებაზე მორგებულ საკონსულტაციო სერვისების/მომსახურებების მიწოდებას ან/და ფინანსურ მხარდაჭერას, ისეთ საკითხებში, როგორიცაა საკრედიტო რეიტინგის მოპოვება, კორპორაციული მმართველობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, საჯარო ემისიის პროსპექტის მომზადება და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია > ბმულზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები