ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-სთვის წლის ბოლო მომგებიანი იყო
მარიამ მინაძე
25 თებერვალი, 2021, 19:17
   BOGG-სთვის წლის ბოლო მომგებიანი იყო

თბილისი (GBC) საქართველოს ბანკის ჯგუფის (BOGG) CEO-ს არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან ნაწილობრივი ჩაკეტვის მიუხედავად, რამაც პირველ რიგში გავლენა მოახდინა მათ საცალო საბანკო ოპერაციებზე, ჯგუფმა Q420-ში ძლიერი მომგებიანობა მიიღო.

კაპიტალზე უკუგების საშუალო მაჩვენებელი(ROE) 21.3% იყო 4Q20- ში, სამ კვარტალში კი ROE-მ 20%-ს გადააჭარბა.

გაჩეჩილაძის თქმით, მომხმარებელთა წარმომადგენლობა ძლიერ გამძლე აღმოჩნდა, რაც საანგარიშო პერიოდში სესხების გაცემასა და დეპოზიტების ზრდაში აისახა.

2020 წლის პირველ კვარტალში COVID-19- თან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის რეზერვის აღების შემდეგ, მეორე ე.წ „ლოქდაუნის“ განმავლობაში 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის იანვარში, მათი სესხების ხარისხი მყარი დარჩა.

უმოქმედო სესხების წილი მთლიანი სესხებთან მიმართებაში მეოთხე კვარტალში სტაბილური იყო 3.7% ით, ხოლო 3Q20 ში 3.8% იყო.

გაჩეჩილაძის განცხადებით, მეოთხე კვარტალში, მათი მომხმარებლის სესხების პორტფელის სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, მათი ჯამური რისკის საერთო ღირებულება კვარტალში 10.9 მლნ-დან, 38.4 მლნ ლარამდე გაიზარდა. პანდემიის მეორე ტალღის დროს, მათი საცალო მომხმარებლების დამოკიდებულება სესხის გადახდის გადავადებაზე გაიზარდა, საცალო დაკრედიტების პორტფელის 4.3% - მდე (MSME პორტფელის გარდა). 

რაც შეეხება კორპორატიული სესხების პორტფელს, ის კარგ შედეგებზე გასვლას განაგრძობს, მოლოდინის შესაბამისად, რაც ასევე აისახება უმოქმედო სესხებში მეოთხე კვარტალში.

მუდმივი ვალუტის საფუძველზე, მათი სესხები გაიზარდა 4,4% -ით, ხოლო კლიენტების ანაბრები 8,2% -ით გაიზარდა (q.q).  

არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, მათი ორი საშუალოვადიანი სტრატეგიული სამიზნე უცვლელი რჩება: „მივაღწიოთ მინიმუმ 20% -იან უკუგებას საშუალო კაპიტალიდან და მოვახდინოთ სესხის 15% -იანი ზრდა“.

„პანდემიის მეორე ტალღის მავნე ზემოქმედების მიუხედავად, ეს შედეგები მიზნებს შეესაბამება. საქართველოს ბანკის ჯგუფი რჩება უკიდურესად მდგრადი, ძლიერი ბალანსითა და კაპიტალის პოზიციით და ჩვენ ვაგრძელებთ მნიშვნელოვან პროგრესს ციფრული ტრანსფორმაციით. ჩვენ ველით, რომ საქართველო 2021 წელს დაუბრუნდება ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, რომ ამას ხელი შევუწყოთ და ამავდროულად ვისარგებლოთ“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

BOGG-ის საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი  2021 წლითვის, 3.6-5%-ია (საბაზისო/პესიმისტური).

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები