| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის განვითარების ფონდის დირექტორად დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა დაინიშნა, ამ თანამდებობაზე მან ალექსანდრე ტოგონიძე ჩაანაცვლა.
მერის თქმით, ის კერძო ბიზნესში მიდის და წარმატებებიც უსურვა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ლევან ჯღარკავას დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი მიმართულებით საქმიანობდა, ხელმძღვანელობდა დიდ კომპანიებს. მერმა ისაუბრა თბილისის განვითარების ფონდის პროექტების მნიშნელობაზე.
„ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი თბილისის მასშტაბით, განსაკუთრებით, ძველ უბნებში, იმისთვის, რომ ის ღირებული და ძვირფასი, რაც დედაქალაქში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გაგვაჩნია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატურას, თბილისის მერი საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში წარუდგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss