| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ
მონაცემებზე.
საქსტატი შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ასახელებს
რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ დოლარით შეამცირა.
საქართველოსთვის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 2020
წლის მონაცემებით გაერთიანებული სამეფო აღმოჩნდა.
ამ ქვეყნიდან შემოსული FDI მთლიანი მოცულობის
49.9%-ია და 307.8 მლნ დოლარს შეადგენს, მეორე ადგილზეა ნიდერლანდი 172 მლნ დოლარით,
რაც 27.9%-ია, მესამეზე - თურქეთი 108 მლნ დოლარი (17.5%), შემდეგ პოზიციაზე მოდის
აშშ 93 მლნ დოლარით, ბოლო პოზიციაზე კი მალტაა 27 მლნ დოლარით.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ
უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3%-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss