ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
500 Startups-ის II ნაკადის გამარჯვებულები
12 მარტი, 2021, 11:09
500 Startups-ის II ნაკადის გამარჯვებულები

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი, 500 Startups-ი სააქსელერაციო პროგრამის მორიგ წარმატებულ ეტქაპზე აცხადებს. 11 მარტს  დემო დღის ფარგლებში, პროექტის ფინალისტებმა სტარტაპები ინვესტორებს წარუდგინეს. დღის ბოლოს კი გამოვლინდა  ის 2 გამარჯვებული: PAYZE და Agrolabs გამოვლინდა, რომლებიც Silicon Valley Immersion-ში მონაწილეობისთვის სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან.

 

ღონისძიებაზე ის 10 კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც 140-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეირჩა და აქსელერაციის 3 რთული ეტაპი წარმატებით გაიარა. ესენია:Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me. ამ კომპანიებმა, პროექტის ფარგლებში, საკუთარი იდეების დახვეწაზე, მსოფლიო რანგის მენტორებთან ერთად იმუშავეს, ხოლო მათგან 5-მა სტარტაპმა: PAYZE, Kvalifika, YouTravel.me, Agrolabs, Corebook, საქართველოს ბანკისგან დამატებითი ინვესტიცია მოიპოვა.

 

„მოხარული ვართ, რომ მსოფლიოში მოწინავე ბიზნეს აქსელერატორი წარმატებით აგრძელებს საქართველოში ოპერირებას. პროექტის ფარგლებში არაერთ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი იდეების დახვეწაზე მაღალკვალიფიციურ, საერთაშორისო მენტორებთან ერთად ემუშავა. უკვე პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებული სტარტაპები გამოვლინდნენ, რომლებიც საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის ყველა მონაწილეს. გვჯერა, რომ 500 Georgia-მ უკვე მნიშვნელოვანი როლს ითამაშა როგორც ქართული კომპანიების, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

შეგახსენებთ, 500 Georgia-ს პირველ ნაკადში მონაწილე კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 16.5 მლნ ლარს შეადგენს, მათგან 2 გამარჯვებული, Cardeal-ს და Cargon-ს წელს სილიკონ ველიზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

 

500 Startups-ი ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები