| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პროპორციული საარჩევნო სისტემა, ბუნებრივ ბარიერთან მიახლოებული პროცენტულობით; ქვეყნის მართვაში ოპოზიციის როლის გაზრდა; მართლმსაჯულების რეფორმა, - კრისტიან დანიელსონს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაზე არასამთავრობო სექტორი ესაუბრა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან შეხვედრიდან გამოსული არასამთავრობოების ინფორმაციით, დანიელსონთან ვადამდელ არჩევნების მიზანშეწონლობაზე დეტალურად არ უსაუბრიათ. თუმცა აღინიშნა, რომ ის პოლიტიკური ჩიხიდან ერთჯერადი გამოსავალია. ასევე აღინიშნა საპარლამენტო კონტროლისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზე.
არასამთავრობოების შემდეგ ამ დროისთვის მიშელის პირადი წარმომადგენელი ქართული ოცნების ლიდერებს კუჭავა/თალაკვაძე/კობახიძეს ხვდება. 18 სთ-ზე ნაციონალური მოძრაობას შეხვდება.
დანიელსონის თქმით, ყველა მხარეს მოუსმენს და გამოსავალზე შემდეგ იფიქრებენ. მან პოლიტიკურ კრიზისზე მიანიშნა და ევროპელი მოკავშირესთვის კრიზისის განმუხტვის მნიშვნელობაზე.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი დღეს ჩამოვიდა. პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს უკვე შეხვდა.
მიშელი საქართველოს მარტის დასაწყისში სტუმრობდა. გამგზავრებისას აღნიშნა, რომ საკითხების ნაწილი გადაუჭრელი დარჩა, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss