ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნამახვანჰესზე საქმიანი შეხვედრა ვერ შედგა
12 მარტი, 2021, 17:18
ნამახვანჰესზე საქმიანი შეხვედრა ვერ შედგა

თბილისი (GBC) - ნამახვანჰესის ირგვლივ საქმიანი განხილვის ნაცვლად, ადგილობრივებმა შოუს მოწყობა გადაწყვიტეს და მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავეს" - ანდრია გვიდიანი

 

"დღეს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები "ნამახვანჰესის" ირგვლივ სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, საქმეზე სასაუბროდ ჩავიდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, სადაც იმ ტექნიკურ საკითხებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აინტერესებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი სამინისტროს წარმომადგენლები. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის და ე.წ. გარემოსდამცველები მხოლოდ მინისტრთან საუბარს ითხოვდნენ. ეს გარემოება აჩენს გონივრულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ამ ხალხს საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, შოუს მოწყობა ჰქონდათ განზრახული", - განაცხადა გვიდიანმა


 ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი, დარგობრივ სპეციალისტებთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს მთავრობის,  ექსპერტების, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. „რიონის ხეობის დამცველების“ წარმომადგენლების მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განხილულიყო.  თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები