| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროკავშირის წარმომადგენლობაში ბარიერგადალახული პარტიის თითო-თითო წარმომადგენელი 30 წთ-ში მივა. ნაციონალურ მოძრაობის სახელით ჯერ ნიკა მელია ვერ ისაუბრებს. ევროპულ საქართველოს კი დავით ბაქრაძის ნაცვლად გიგა ბოკერია წარადგენს.
როგორც გახსოვთ ბაქრაძემ თებერვლის I ნახევარში პარტიული პოლიტიკიდან წასვლაზე და ოპოზიციურ პოლიტიკაში დარჩენაზე განაცხადა. დასახელებულ რამდენიმე მიზეზს შორის იყო არჩევნებში არასათანადო ხმების მოგროვებაზე პასუხისმგებლობის აღება. ბაქრაძე პარტიას მაისის ბოლომდე, ყრილობამდე მიიყვანს და წავა. შესაბამისად თავმჯდომარედ კანდიდატურას აღარ დააყენებს. ასპარეზს ახალ სახეებს უთმობს. თუმცა მედიაციაში ჯერ კვლავ ძველი სახე მიიღებს მონაწილეობას.
ბაქარაძეს პარტიის სასარგებლოდ ყველა ლიდერის წასვლა მიაჩნია მიზანშეწონილად, მათ შორის უგილავა-ბოკერიასი. ის ბოიკოტის მოთხოვნებს ყრილობამდე და პარტიიდან წასვლის შემდეგაც ინარჩუნებს. პარლამენტში არ შევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ისევ ითხოვს.ბაქრაძემ დანიელსონთან მოლაპარაკებებებში არჩართვის მიზეზი, სოციალურ ქსელში 1 სთ-ის წინ განმარტა.
პოზიცია/ოპოზიციისთვის დანიელსონის საბოლოო შეთავაზებებზე, ჟოზეფ ბორელმა პრემიერი ბრიუსელში გააფრთხილა და დანარჩენებს შემოუთვალა, რომ კომპრომისზე წასვლა მოუწევთ.
ასოცირების საბჭოს 16 მარტის სხდომის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მთავრობის მხრიდან მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირების საჭიროებაზე განაცხადა. პოლიტიკურ შეთანხმებაში, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე აღნიშნა.
თქვა, რომ დიდი მოლოდინი აქვს ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მედიაციისგან, რაც უკვე გულისხმობს მხარეებს შორის დიალოგს და შეთანხმებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss