ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი დაზღვევა ვაქცინაციის მხარდამჭერია
17 მარტი, 2021, 16:39
თიბისი დაზღვევა ვაქცინაციის მხარდამჭერია

თბილისი (GBC) - აქ.ახლა თიბისი დაზღვევის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რაც ვაქცინაციის ხელშეწყობასაც გულისხმობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებლისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული თითოეული საკითხის მართვა მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

კომპანია გამოთქვამს სურვილსა და მზადყოფნას პირველივე შესაძლებლობისთანავე, კომერციული ინტერესის გარეშე, ჩაერთოს დაზღვეულების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესში, რაც პირველადი ინფორმაციით, მომხმარებლისთვის ვაქცინების თვითღირებულებით მიწოდებასა და შესაძლო თანადაფინანსებას გულისხმობს.

 

„თიბისი დაზღვევის მიზანი და დიდი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად და  ეფექტიანად დაეხმაროს მომხმარებლებს ვირუსთან ბრძოლაში და მაქსიმალურად გაუმარტივოს მათ ეს პროცესი. ვირუსთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანი, გამართლებული და დადასტურებულად მოქმედი საშუალება ვაქცინაციაა. ჩვენი კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენმა დაზღვეულებმა, აქ.ახლა, შეძლონ მათთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება“. - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

 

დაზღვეულთათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად კომპანია, ასევე უზრუნველყოფს ვაქცინაციასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პროცესების დაორგანიზებას, იქნება ეს ვაქცინაციის ადგილისა და დროის განსაზღვრა/დაჯავშნა თუ სხვა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, თიბისი დაზღვევა სრული დატვირთვით მუშაობს თავისი დასაქმებულებისა და დაზღვეულებისათვის, მათზე მორგებული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

 

ამ მიზნით, ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ სრულად ციფრული და ავტომატიზებული პროცესების დანერგვა დააჩქარა, რამაც ჩვენს მომხმარებელს მისთვის საჭირო ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურების დისტანციურად მიღების შესაძლებლობ მისცა.

კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თიბისი დაზღვევამ COVID-19-თან მებრძოლი ექიმებისათვის შექმნა 300 000-ლარიანი ფონდი, რომლის მეშვეობითაც მატერიალური დახმარება გადაეცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ინფიცირებულ 80-ზე მეტ სამედიცინო პერსონალს. კომპანიის ვაქცინაციასთან დაკავშირებული თითოეული ნაბიჯიც სწორედ კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაიდგმება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები