ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს მწვანე ენერგია ევროკავშირს ზღვისქვეშა კაბელით მიეწოდება
18 მარტი, 2021, 13:57
საქართველოს მწვანე ენერგია ევროკავშირს ზღვისქვეშა კაბელით მიეწოდება

თბილისი (GBC) - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული  საკითხების შეფასებისას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა ენერგეტიკული პროექტი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე  მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს საქართველოს და ევროპის ენერგოსისტემების დასაკავშირებლად.

 

„ყველაზე გრძელი, 1195 კმ. სიგრძის წყალქვეშა კაბელი არიჭურვება მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზით. ერთობლიობაში პროექტს გახდის არამხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, არამედ კომერციულად მიმზიდველს. ისაუბრეს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე,  რაც უმთავრესი პრიორიტეტი, რაშიც  ევროკავშირი გვიდგას გვერდში.  ამოცანა   ჩვენი მწვანე ენერგიის ევროკავშირისთის გადაცემაა, ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში, მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა გარკვეული თანხები უკვე გამოყო.

 

„მზად ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუ ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მონაწილეობას მიიღებენ არამარტო შესწავლაში, არამედ შემდგომ განხორციელებაშიც და მეტი ევროპული კომპანია ჩაერთვება ამ წყალქვეშა, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის პროექტში“ - განაცხადა მინისტრმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები