ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებები 107.9%-ით გაიზარდა
18 მარტი, 2021, 14:45
ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებები 107.9%-ით გაიზარდა

ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებები სწრაფად მზარდია. ფონდ კურაციოს კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებები 2014-2020 წლებში 107.9%-ით გაიზარდა 715.2 მლნ ლარამდე (აქედან, სესხების 62.1% უცხოურ ვალუტაში, ხოლო 37.9% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული).

 ჯანდაცვის სექტორი, 3.8%-იანი წილით (2020), მე-6 უმსხვილესი სექტორია საბანკო პორტფელში. სესხების ზრდა უკავშირდება:

·        სექტორის ლიკვიდობის გაუარესებას, რაც თავის მხრივ გამოიწვია სექტორის მომგებიანობის შემცირებამ და კომპანიების მიმართ სახელმწიფო დავალიანების დაგროვებამ

·        აუცილებელ კაპიტალურ დანახარჯებს

·        ლარის გაუფასურება

2020 წელს პროვაიდერების ჯამური შემოსავლები მცირედით 3.7%-ით გაიზარდა 2.1 მლრდ ლარამდე, რაც სახელმწიფო დანახარჯების ზრდის შედეგია. ამასთან, პანდემიის შედეგად ჯიბიდან გადახდები ბოლო წლების განმავლობაში პირველად შემცირდა 2020 წელს. მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან მოყოლებული უარესდება, რაც რისკებს ზრდის სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტი საოპერაციო საქმიანობის და მათი გადახდისუნარიანობის მიმართულებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები