ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვიღაცა დაგვეხმაროს, - ვახტანგ გირჩი მეგრელიშვილი
19 მარტი, 2021, 13:22
ვიღაცა დაგვეხმაროს, - ვახტანგ გირჩი მეგრელიშვილი

თბილისი (GBC) - მხარეებს იმდენად არ უყვართ ერთამენთი, რომ მოლაპარაკება არ ძალუძთ, - ვახტანგ გირჩი მეგრელიშვილი ჩაფლავებულ მედიაციაზე აცხადებს, რომელსაც ევროპელმა მედიატორმა  დიდი ენერგია  და ბევრი საათი დაუთმო, მაგრამ შარლ მიშელთან ხელცარიელი მოუწია გამგზავრება. გირჩი II შეუთანხმებლობაზე მეტად გაუთქმელობას ჩივის, ახალი ფორმატის საჭიროებაზე აცხადებს, მედიის ჩართულობით, რომ  პოლიტიკოსებს პოზიციების საჯაროდ ახსნა მოუწიოთ.

 

"ვიღაცა დაგვეხმაროს", - მეგრელიშვილის  პროგნოზით, საბოლოოდ, კომერციული და პროფესიული ინტერესები დადგება ამ პროცესის გასაჯაროებისა და მასში უფრო რეალურად ჩართვის მხარეს. "არ მინდა სკანდალი, აზრი არ აქვს. მინდა საუბარი იმდენად შინაარსობრივად დაიწყოს, რომ ჰქონდეს პერსპექტივა", - მეგრელიშვილი "ჩაფლავებაში"  ყველა მხარის პასუხიმგებლობას აყენებს.


ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი ჩაშლაში მმართველი ძალის ბრალეულობაზე აცხადებს, რომელსაც "ევროპაც ფეხზე ჰკიდია და  ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებიც".


წინ კიდევ არის რესურსი, –  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილს კი ჰგონია, რომ მოლაპარაკების რესურსი კვლავ გამოიძებნება. მან კობახიძის  ნათქვამი გაიმეორა, რომ  თითქოს მმართველმა ძალამ ყველა ძალა იხმარა, მაგრამ ოპოზიციის ულტიმატუმების გამო მოლაპარაკება გარღვევამდეც ვერ მივიდა. 


მმართველი პარტიის ლიდერებს ქვეყნის ევროპულ მომავალზე ფიქრო უჭირთ, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა  ირღვევა. კობახიძის თქმით, ვერავის გაათელინებს ფეხქვეშ.


ევროკავშირის რეკომენდაციებში  და ევროსაბჭოს პრეზიდენტის ბოლო  ჩარჩო  შეთანხმების დოკუმენტში, რომელიც დანიელსონმა  ხუთშაბათის 10 სთ-იანი შეხვედრისას რამდენჯერმე  ჩაასწორა, მაგრამ ვერავის მოაწონა, სასამართლოს რეფორმირების საჭიროებაზეც არის მინიშნებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები