ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი ორმაგი აუთენტიფიკაციით ინტერნეტბანკს უფრო უსაფრთხოს ხდის
22 მარტი, 2021, 11:42
თიბისი ორმაგი აუთენტიფიკაციით ინტერნეტბანკს უფრო უსაფრთხოს ხდის

თბილისი (GBC) - მეტი უსაფრთხოებისთვის, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკს  აპლიკაციაში შესვლისას და  ტრანზაქციების შესრულებისას ორმაგი აუთენტიფიკაციის მეთოდი ემატება.

 

20 მარტიდან, მომხმარებლებმა საბანკო გადარიცხვების შესრულებისას (>₾50), ასევე აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლისას  SMS კოდი უნდა შეიყვანონ.

რეგულაცია ეროვნული ბანკის ინიციატივით ხორციელდება და ის მომხმარებლებისთვის დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფას  ისახავს მიზნად.

 

პროცესების და ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისი მომხმარებლებს სანდო მოწყობილობის და კონტაქტების ფუნქციონალის გააქტიურებას სთავაზობს, რაც დაზოგავს მათ დროს.

•               სანდო მოწყობილობის გააქტიურება

თუ მომხმარებელი ამ ფუნქციას გაიაქტიურებს, მას  მობაილ ან ინტერნეტბანკში შესვლისას ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა არ მოუწევს. სანდო მოწყობილობის ფუნქციონალის გააქტიურება შესაძლებელია „პარამეტრების“ განყოფილებაში. (თუ 20 მარტამდე მომხმარებლს სანდო მოწყობილობა უკვე დამატებული ჰქონდა, მისი გააქტიურება ხელახლა იქნება საჭირო).

•               სანდო მიმღების დამატება

სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხის გადარიცხვისას, ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა არ დასჭირდება. სანდო შაბლონის დამატება  ტრანზაქციის შესრულების შემდეგ და ასევე, შაბლონების გვერდიდანაცაა შესაძლებელი.

 

დამატების შემდეგ, მომხმარებელს სანდო შაბლონი 24 საათში გაუაქტიურდება.

 

გამარტივებული ფუნქციონალებით სარგებლობისთვის მომხმარებელს მობაილბანკის აპლიკაცია განახლებული უნდა ჰქონდეს.

 

დეტალური ინფორმაცია: https://www.products.tbconline.ge/otp

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები