ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფიზ. პირი გადამხდელად ვიდეოზარით დარეგისტრირდება
23 მარტი, 2021, 16:10
ფიზ. პირი გადამხდელად ვიდეოზარით დარეგისტრირდება

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს სიახლეს  სთავაზობს.  უწყებაში უკვე დანერგილ 400-მდე ელექტრონულ მომსახურებას, ამჯერად საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის სერვისი დაემატა.

აღნიშნული სიახლე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში, შეტანილი ცვლილების შედეგად განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ვიდეოზარით აქტივაციის მიზნით, უწყების მიერ,  ოფიციალურ ვებგვერდზე -  https://videocall.rs.ge/

გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად  რეგისტრაციასთან ერთად მოხდება აღნიშნული  პირისთვის ელექტრონული სერვისების გვერდის - eservices.rs.ge აქტივაციაც.

აქვე შეგახსენებთ, რომ  ვიდეოზარის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია შემდეგი მომსახურებით  სარგებლობა:

•    ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია;

•    მომხმარებლის პაროლის აღდგენა;

•    ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული ტელეფონის ნომრის ცვლილება.

გთავაზობთ, იხილოთ  ბმულები:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=249

https://eservices.rs.ge/Docs/RegistrationHelp.pdf?v1

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული სერვისები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები