ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მიკრო ბიზნესს დაბეგვრის წესი შეეცვალა
23 მარტი, 2021, 18:36
მიკრო ბიზნესს დაბეგვრის წესი შეეცვალა

თბილისი (GBC) -„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით მიკრო ბიზნესის დაბეგვრის წესი შეიცვალა. როგორც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაის ვებ გვერდზეა აღნიშნული, მიკრო ბიზნესის დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი გავრცელდება მინიჭების დღიდან მიღებულ შემოსავლებზე.

ასოციაციის განმარტებით, თუ პირი მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე ახორციელებდა საქმიანობას, აღნიშნული პერიოდის შემოსავალი დაიბეგრება იმ რეჟიმით ან/და წესით, რითიც სარგებლობდა პირი მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე.

"მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების თარიღი ფიქსირდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ მიკრობიზნესის სერტიფიკატში და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან. ის პირები, რომელთაც 2020 წელს აქვთ მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსი, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე მიღებულ შემოსავლებს ბეგრავენ მიკრო ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარადგენენ მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით," - განმარტავენ მცირე და საშუალო ბიზნესის აქცოციაციაში.

მოქმედი კანონით, მიკრობიზნესი რომლის შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება არ იბეგრება.მცირე მეწარმეების შემთახვევაში თუ  ბრუნვა  500 000-მდეა, მასზე 1%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს.სტატუსის მინიჭება ხდება შემოსავლების სამსახური მიერ,

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები