ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა საფინანსო სექტორის მდგრადობას გაზრდის - ირაკლი კოვზანაძე
24 მარტი, 2021, 15:09
იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა საფინანსო სექტორის მდგრადობას გაზრდის - ირაკლი კოვზანაძე

თბილისი (GBC)  „თავის დროზე,  დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი საკითხი იყო, დეპოზიტების დაზღვევის სქემაში  იურიდიული პირების ჩართვა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯია, რაც საფინანსო სისტემის საიმედობას და  მდგრადობას   კიდევ უფრო გაზრდის“-  საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს,


კორპორატიული დეპოზიტები სისტემაში  2022 წლის 1 იანვრამდე აღარ ჩაერთვება. 2021 წლის იანვრიდან იგეგმებოდა. ფიზიკური პირების დეპოზიტების ანალოგიურად, ზღვარი 15 000 ლარით განისაზღვრება. იურიდიული პირისთვის, მისაღები უფრო მეტი ზღვარი იქნებოდა,  ვინაიდან უფრო მაღალი ნაშთებია ანგარიშზე. მაგრამ ზღვრის აწევაზე სააგენტოში აღარაფერს ამბობენ. აცხადებენ რომ ჯერ უცნობია. 


01.03.2021 -ის მდგომაროებით. საბანკო სექტორში 35.954 მლრდ ლარის  ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებია (ბანკების დეპოზიტების გარეშე), მათ შორის 18.8 მლრდ ლარის საცალო. (ეროვნულ ვალუტაში - 4 468 258 138 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14 427 562 044 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 17 863 473 985 (ეროვნულ ვალუტაში - 9 435 425 234 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8 428 048 751 ლარის ეკვივალენტი).

 

 სულ  დაზღვეუყლია 3 988 538 894 ლარის, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში 2 123 451 750 ლარის, უცხოურ ვალუტაში - 1 865 087 145 ლარის ეკვივალენტი.


  „კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მკაცრი ზედამხედველობა,  ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა   საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია და ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერების კუთხით   მორიგ ნაბიჯს ვდგამთ. თუ ახლა საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4  მილიარდი ლარია, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი  მნიშვნელოვნად გაიზრდება“- “-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები