ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ჩვენ ერთი გუნდი ვართ - ლალიაშვილი
24 მარტი, 2021, 23:53
ჩვენ ერთი გუნდი ვართ - ლალიაშვილი

თბილისი (GBC) - ბევრჯერ ყოფილა ქვეყნისთვის კრიტიკულ პერიოდში სებ-ის გუნდის წევრებს პროფესიონალიზმის და პირადი თავდადების ფასად, სისტემის სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანიათ, - სებ-ის საფინანსო ბაზრების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლალიაშვილი სოციალურ ქსელში Central Banking-ის დაჯილდოებაში გუნდის დამსახურებაზე წერს.


"ცენტრალური ბანკი ქვეყანაში ერთია. ამიტომ ის სწორებას ხშირად სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებზე ახდენს. ჩვენც რეზერვების მართვის სფეროში ბენჩმარკად სხვა წამყვანი ქვეყნების წარმატებულ ცენტრალურ ბანკებს ვარჩევთ.


ამ საერთაშორისო ჯილდოს მიღება, სადაც კონკურენტები მთელი მსოფლიოდან არიან კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენ გლობალური მასშტაბით მოწინავე ცენტრალური ბანკი ვართ და საერთაშორისო დონის რეზერვების და რისკების მართვის გუნდი გვყავს.


ეროვნულ ბანკში ჩემი ხანგრძლივი ყოფნის პერიოდში არაერთხელ ვყოფილვარ მომსწრე, როდესაც სხვადასხვა დროს, ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდში ეროვნული ბანკის გუნდის წევრებს, საკუთარი გამოცდილების, პროფესიონალიზმის და პირადი თავდადების ფასად, ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანიათ. ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული დეტალები მხოლოდ ვიწრო წრემ თუ იცის და ისინი ფართო საზოგაოდებისთვის უცნობი რჩება.


ასეთი არაერთი მაგალითი გვქონდა 2020 წელს, განსაკუთრებით პანდემიის პირველი ეტაპზე, როდესაც ყველაფერი უპრეცედენტო იყო და სრულიად ახალ რეალობაში გვიწევდა გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ სწორ და დროულ მოქმედებებზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული.

ავტორიტეტული საერთაშორისო კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენ კრიზისს კარგად მომზადებულები დავხვდით და სწორი საპასუხო ნაბიჯები გადავდგით. ასეთი ჯილდოს მიღება კარგი შესაძლებლობაა რომ ეროვნული ბანკის მთელ გუნდს საჯაროდ მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ და ვუთხრათ ყოჩაღ!

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები