| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი ( GBC) -პურის
მწარმოებლები ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან ერთად ხორბლის სუბსიდირების სამი თვით გახანგრძლივებას
ითხოვენ. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან
გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაპირდათ,
რომ სუბსიდირების სამი თვით გახანგრძლივების
საკითხს მთავრობას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირება
და ლარის გაუფასურება საქართველოში პურზე არსებული
ფასის შენარჩუნებას ართულებს და შესაძლოა ის 15-20 თეთრით გაიზარდოს.
პურის გაძვირების შესაჩერებლად გასულ წელს მთავრობამ 4 თვით (დეკემბერი-მარტი) ფქვილის სუბსიდირების
მექანიზმი აამოქმედა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss