ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქალები ტოპ მენეჯმენტში კომპანიების მხოლოდ 11%-ს ჰყავს
29 მარტი, 2021, 17:50
ქალები ტოპ მენეჯმენტში კომპანიების მხოლოდ 11%-ს ჰყავს

თბილისი (GBC) - ქალების ეკონომიკური პასიურობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს 11%-ს აკლებს. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოში კაცებსა და ქალებს შრის ეკონომიკური უთანასწორობა არ მცირდება. ქალებისა და კაცების ხელფასს შორის სხვაობა 16%-ია. 

2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასების  თანახმად, ქალების წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე შეზღუდულია მამაკაცებთან შედარებით. 

„ქალთა პროფესიული და დარგობრივი სეგრეგაცია განაპირობებს მათ დასაქმებას ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, სადაც შემოსავლები დაბალია. ისინი, როგორც წესი, ნაკლებად ჩართული არიან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა (STEM). გარდა ამისა, ფინანსებთან შეზღუდულ წვდომასა და სხვა ბარიერებს შეუძლია ქალთა სამეწარმეო პოტენციალის შეზღუდვა“, - ნათქვამია კვლევაში. 

ამასთან, საქართველოში კომპანიების მხოლოდ 11.5%-ს ჰყავს ქალი ტოპ მენეჯერი. ქალი თანამფლობელი კომპანიების 22%-ს ჰყავს, თუმცა კომპანიის 51%-ზე ემტის მფლობელი ქალი კომპანიების მხოლოდ 16%-ის შემთხვევაშია. 

ქალებისა და კაცების ჭრილში განსხვავდება კვირის განმავლობაში ნამუშევარი საათებიც. თუკი კაცები კვირაში საშუალოდ 43 საათს მუშაობენ, ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 36 საათია. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები