| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წელს საქართველოში მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა 0,03% შეეჯახა ჯაშუშური პროგრამების (stalkerware) შეტევებს, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,01%-ს აღწევდა. თუ გასულ წელს სომხეთში მობილური მომხმარებლების 0,03% -მა განიცადა ასეთი შეტევები, 2019 წელს მათი წილი 0,02%-ს შეადგენდა. აზერბაიჯანში წლების განმავლობაში ეს მაჩვენებლები 0,06%-დან 0,04%-მდე მერყეობდა. ამას მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლის თანახმადაც , 2020 წელს მთელ მსოფლიოში თითქმის 54 ათასმა მომხმარებელმა განიცდიდა ისეთი პროგრამის თავდასხმა, როგორიცაა stalkerware. 2018 წელს ეს რიცხვი თითქმის 40 ათასი იყო. 2019 წელს სტალკერული პროგრამების მსხვერპლი გახდა 67 ათასზე მეტი მომხმარებელი.
კომპანიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯაშუშური პროგრამის აპარატზე დასაყენებლად საკმარისია მასზე ერთხელ გვქონდეს ფიზიკური წვდომა. გარდა ამისა, ჯაშუშს შეუძლია სტალკერული პროგრამების გამოყენებით სხვის მოწყობილობაზე თვალყური ადევნოს სათვალთვალო ობიექტის ადგილმდებარეობას, წაიკითხოს შეტყობინებები მესინჯერებსა და სოციალურ ქსელებში, ნახოს ფოტოები, ვიდეოები და სხვა ფაილები მოუსმინოს სატელეფონო საუბრებს, დაინახოს ყველაფერი, რასაც მომხმარებელი კრებს კლავიატურაზე, პაროლებისა და ორფაქტორიანი კოდების ჩათვლით.
„ამავდროულად, დაზარალებული ვერც კი ხვდება, რომ მის მოწყობილობაზე stalkerware -ის ინსტალირებული: ასეთი პროგრამები, როგორც წესი, არ აისახებიან დაყენებული პროგრამების სიაში და არ გვაწვდიან შეტყობინებებს მათი საქმიანობის შესახებ. ამ მავნე პროგრამას შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია მსხვერპლის თითოეული ნაბიჯის შესახებ და გააკონტროლოს ის, ფსიქოლოგიურად წნეხის ქვეშ მოიქციოს, აგრეთვე საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - განმარტავენ ისინი.
ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტის (EIGE) მიერ 2017 წლის ანგარიშის თანახმად, ონლაინ მეთვალყურეობის მსხვერპლი ათიდან შვიდი ქალი განიცდიდა ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას დამნაშავისგან. საფრანგეთში, CentreHubertineAuclert- ის მონაცემების თანახმად, ძალადობის ყოველი მეხუთე მსხვერპლი ურთიერთობებში ეჯახებოდა ჯაშუშურ პროგრამას.
ამის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა გამოიყენოთ გადაწყვეტილება TinyCheck, რომელიც შექმნილია სპეციალურად ჯაშუშური პროგრამების მოსაძებნად, ისე რომ ჯაშუშური პროგრამების მფლობელმა ვერაფერი გაიგოს. იმისათვის, რომ შეამციროთ სმარტფონზე stalkerware- ის მოხვედრის რისკი, ექსპერტები გირჩევთ არავის მისცეთ თქვენი მოწყობილობა, თუ ეს შესაძლებელია და არ დატოვოთ იგი უყურადღებოდ. საჭიროა მოწყობილობაზე დაყენებული იქნას რთული ალფანუმერული პაროლი და არავის გაუზიაროთ ის. სმარტფონის პარამეტრებში აუცილებელია აიკრძალოს პროგრამების ინსტალაცია მესამე მხარის წყაროებიდან და ისარგებლოთ მხოლოდ ოფიციალური მაღაზიებით, ასევე დაიცვათ მოწყობილობა საიმედო მობილური ანტივირუსული საშუალებით, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს სტალკერული პროგრამები და მოგაწოდოთ გაფრთხილება. სტალკერულ პროგრამებთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ მათი უბრალოდ აღება და წაშლა შეუძლებელია. პირს, ვინც დააინსტალირა stalkerware, შეუძლია გაიგოს, რომ დაზარალებულმა იცის, რომ მას უთვალთვალებენ. ამ მავნე პროგრამის ზოგიერთი ნიმუში ამის შესახებ შეტყობინებას უგზავნის პატრონს. ამან შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო საშიში გახადოს მსხვერპლისთვის და გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია, როგორც ონლაინ, ისე მის გარეშეც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss