| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ჯგუფის (BoGG) თავმჯდომარის, ნილ ჯანინის განცხადებით, ცვლილებები 2021 წლის თებერვალში მარეგულირებელი, საქართველოს ეროვნული ბანკის, კორპორატიული მართვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მათ მენეჯმენტშიც იქნება.
მისი თქმით, სებ-ის
ეს ცვლილებები უფრო კონსერვატიულია, ვიდრე დიდი ბრიტანეთის კორპორატიული მართვის
კოდექსის მოთხოვნები, რაც შესაბამისად, გამოიწვევს ცვლილებებს მათ საბჭოში.
პირველ რიგში ჯანინი
თავისი პოსტის დატოვებაზე საუბრობს. ჯერ 2021 წლის ბოლომდე თავისი დაკავებული
თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა, ხოლო თამაზ გეორგაძეს რისკის კომიტეტის
თავმჯდომარის თანამდებობიდამ გადადგომა მოუწევთ.
ცვლილებების მეორე
ეტაპზე, 2022 წლის დასრულებამდე, ჰანა ლოიკანენსაც მოუწევს გადადგომა ანაზღაურების
კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, ამ პერიოდისთვის კი ნილ ჯანინს კი
ნომინაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაც მოუწევს.
ჯანინის განცხადებით,
მათი უპირატესობაა ბორდის ე.წ მირორინგის სტრუქტურის შენარჩუნება დიდ ბრიტანეთსა
და ქართულ კომპანიებს შორის.
ჯანინის განცხადებით,
საბჭოს ორი გამოცდილი წევრი ჰანა ლოიკანენი და ჯონათან მუირი, უხელმძღვანელებენ
საბჭოს ახალი თავმჯდომარის ძიებას. ბორდი კი აქტიურად იქნება ჩართული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss