| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს, -აშშ-ის სახელმწიფო მდივნის II მოადგილე ჯორჯ კენტი “ამერიკის ხმას” უცხადებს, რომ “ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტიწარმატებისთვის, სასწორზეა ქვეყნის მომავალი განვითარება, რაც ლიდერებსაც სურს, მათივე თქმით.
„რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, ქვეყნის წინსვლის, მომავლის არჩევის შესაძლებლობა. ცხადია, წარმატებისთვის ძირეული საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმებია საჭირო. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია”
როგორ განვითარდება
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა, თუ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი არ გაიზარდა,
კითხვას, ჯორჯ კენტმა, სენატორ რიშთან ნათქვამით უპასუხა
„ბოლომდე პატივს ვცემ
კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცების და
დახმარების განაწილების უფლებამოსილება.
ამერიკის კონგრესი
საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო.
დამოუკიდებლობის
მოპოვებიდან $5.5 მლრდ ზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიური
დახმარებაა $135 მლნ.
ეს, კონგრესის
გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა
სენატორების კეთილ ნებას რისკავს, სენატორების, რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება
გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს.
კრიტიკულად
მნიშვნელოვანია ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, მივიდნენ
შეთანხმებამდე და გაატარონ რეფორმები, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს“,- უთხრა
კენტმა „ამერიკის ხმას”
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss