ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ავტომობილების მხოლოდ 6 % -ია დაზღვეული
5 აპრილი, 2021, 13:18
ავტომობილების მხოლოდ 6 % -ია დაზღვეული

თბილისი (GBC) -2020 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების ( 1.3  მლნ)  მხოლოდ 6 %-ია დაზღვეული. გასულ წელს სადაზღეო კომპანიების მიერ სულ 93.196 ავტომანქანა იყო დაზღვეული . 2019 წელთან შედარებით, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 2.5 ათასით შემცირდა. გასულ წელს ავტომობილების დაზღვევიდან სადაზღეო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 116.7 მილიონი შეადგინა.

2020 წლის განმავლობაში, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება : „თიბისი“ – 27.29 მილიონი და ბაზრის 23%, „ალდაგი“- 23.28 მილიონი და ბაზრის 20%, „ჯიპიაი“- 19.83 მილიონი და ბაზრის 17 %.  ბაზრის დანარჩენი 40% და პრემიის სახით მოზიდული 46.3 მილიონი ლარი 15 კომპანიაზე ნაწილდება. 2020 წელს სადაზღვეო კომპანიების წმინდა მოგებამ 47.6 მილიონს მიაღწია, ხოლო  მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან  667,3 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობს სამსახურის ინფორმაციით, ბაზარზე 18 სადაზღვეო კომპანია ოპერირებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები