| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ოლიგარქის დაკომპლექტებული მერიტოკრატის დაკომპლექტებული გუნდი გადააჭარბებს თუ არა ოცნების კოალიციის 2012 -ის შედეგს, პროგნოზისგან, გადამდგარი გახარიას თაყვანისმცემელი თავს იკავებს. ქემოკლიძე (პრემიერის ადმინისტრაციის გადამდგარი უფროსი) გახარიას პოლიტიკაში ფეხაკრებით დაბრუნების გეგმაზე საუბრისგანაც თავს იკავებს.
გადამდგარი პრემიერი არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო პროექტი, ჟურნალისტების რამდენჯერმე დასმულ კითხვას იმდენჯერვე უპასუხა, ერთი ფორმულირებით, რომ ექსპრემიერი თანამედროვე ტიპის პოლიტიკური ლიდერია, სწორი ფასეულობებით. არის კარგი მენეჯერი, რომლის შეფასება ივანიშვილმაც შეძლო, მერიტოკრატიაზე დაფუძნებული სახელმწიფო ხედვების გარეშეც.
IRI-ის რეიტინგში, გახარიას ლიდერობის შეფასებისას, ქემოკლიძემ სტრიქონებს მიღმა გაანალიზებული საკუთარი დასკვნაც წარმოადგინა, მედიისგან გახარიას მაღალრეიტინგულობის ამბის მიჩქმალვის და არასათანადოდ გაშუქების თაობაზე. მეტი ამ ნაწილშიც არ ისაუბრა, რადგან არ როგორც თქვა არ არის ლამაზი. პარტიის შექმნის, გუნდის დაკომლექტების, წარდგენის თუ სხვა მოსალოდნელი ნაბიჯებიც არ დაანონსა, რადგან ექსპრემიერმა თავისი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული დღის წესრიგით უნდა გაგვაცნოს. გახარია ქემოკლიძეს ყველა სფეროში ლიდერად ესახება -"დარწმუნებული ვარ ყველგან წარმატებული იქნება".
მარტის ბოლოს, გახარიას თანამდებობიდან წასვლა, მელიას საქმის მენეჯმენტში, გუნდთან უთანხმოებით აიხსნა. თუმცა პოლიტპატიმრად არ აუღიარებია.
"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობს, წერტილი; საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი", - გახარია /2020 წლის 9 მაისი/.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss