| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომენდანტის საათი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, - ნეოლაბის დირექტორი პანდემიის პრევენციისთვიის 21;00 სთ-დან მოქმედ გადაადგილების შეზღუდვის დაუყოვნებლივ მოხსნის საჭიროებას ხედავს. გიორგი კამკამიძემ რუსთავი 2 -ის ეთერში წერტილოვანი რეგულაციის მძიმე გამოწვევეზე ისაუბრა.
ასევე ვაქცინავიის გაფართოებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლების დამატებით. მიაჩნია რომ ახალციხეში აცრისას ექიმის გარდაცვალების შემთხვევა უნდა დაიძლიოს. მოქალაქეებს შიში მოიხსნან. აცრა ყველა სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებლი. შეზღუდული ქსელი უნდა გაიზარდოს, რასაც მხოლოდ ნება სჭირდება.
ექიმა აცრაზე მოთხოვნის კლების შესახებ აღნიშნა და მოქალაქეების შემაბრკოლებელ მიზეზებზე. ვაქცინაციის დაწყებას დაემთხვა ასტრაზენეკას მიმართ ევროპის ეჭვები და აცრის შეჩერება. რამაც ასევე იმოქმედდა განწყობებზე.
შესაცვლელია PR კამპანიაც, კრეატიული მიდგომებით. ექიმს მიაჩნია რომ "მე ავიცერი და შენც მოდი" ხისტი კამპანია არ იმუშავებს, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე მეცნიერულ-პოპულარული ენით უნდა აუხსნან მოქალაქეებს, რომლებსაც აცრა, როგორც მან თქვა, არამც და არამც არ უნდა დააძალონ. თავად პაცინტისთვის ვაქცინებზე ბევრი ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი. თავად უნდა შეისწავლოს და გადაწყვიტოს.
ექიმმა ვაქცინის არჩევნის სიმწირეზეც განაცხადა. როგორც იცით ამ დროისთვის შემოსულია ფაიზერის ასტრაზენეკას და სინოფარმის. კამკამიძეს იმედი აქვს, რომ ნოვა ვაქსის შემოსვლის შემდეგ მოქალაქეებს, მათ შორის მედიკოსებს, მეტი არჩევანის საშუალება მიეცემა .
კამკამიძემ III ტალღაში მოწყვლადი ჯგუფების( ასაკოვნების და ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეების) გადარჩენის ამოცანაზე განაცხადა, სიკვდილობის შემთხვევების მინიმიზაციისთვის, რასაც მხოლოდ აცრა უშველის. ვაქცინაციას კი კრეატიული კამპანია სჭირდება.
ინფორმაცია ვაქცინებზე
1. ასტრა ზენეკა - ვირუს-ვექტორული ვაქცინა, იყენებს ადენოვირუსს, ანალოგიურია რუსული სპუტნიკი და ჯონსონ და ჯონსონის ვაქცინაკორონავირუსის გენის - ე.წ. წვეტის ცილის (spike protein) გენის მიბმა რომელიმე ვექტორთან (გადამტანთან) - უვნებელ ვირუსთან, მაგალითად რეკომბინანტულ ადენოვირუსთან. გადამზიდავი ვირუსი ახდენს კორონავირუსის სპაიკ ცილის მიტანას და იმუნური სისტემა იწყებს ლიმფოციტების და ანტისხეულების გამომუშავებას.
პფაიზერი - რნმ ვაქცინა, ანალოგიურია მოდერნას ვაქცინა ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგია - ინფორმაციული ანუ მესენჯერ-რნმ (მ-რნმ) ვაქცინები. ამ დროს ორგანიზმშიც შეჰყავთ არა ვირუსი, ან მისი ცილის (სპაიკ პროტეინის) ფრაგმენტი, არამედ მ-რნმ, რომელიც სპაიკ პროტეინის ინფორმაციას შეიცავს. თავად ორგანიზმში იწყება სპაიკ პროტეინის გამომუშავებას, რომლის მიმართ ორგანიზმი მერე გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს.
სინოფარმი - ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსი,
იწვევს მხოლოდ იმუნიტეტის სტიმულირებას, ანალოგიურია ჩინური, რუსული და ინდური ვაქცინები.
ეს ტრადიციული
მეთოდი - დასუსტებული/ინაქტივირებული ვირუსის გამოყენება იმუნური პასუხის გამოსამუშავებლად.
ნოვავაქსი - კორონავირუსის სუბ-ნაწილაკზე
დაფუძნებული ვაქცინა. პროტეინული ერთეულების - ვირუსის რეკომბინანტული წვეტის ცილის (სპაიკ-პროტეინის) ნაწილის შეყვანა.
გამოიყენება ასევე სანოფი-გლაქსოს ვაქცინებში.
გამოცდილი (მაგ. B ჰეპატიტის ვაქცინის დროს) და შედარებით უსაფრთხო ტექნოლოგიაა,
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss