| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა.
სსფ-ის პროგნოზით, 2022 წელს ქვეყნის
ეკონომიკური ზრდა 5.8% იქნება, 2023 წელს კი 5.5%-იანი. 2024 – 2026 წლებისთვის ზრდა
5.2%-იან ნიშნულზე ივარაუდეს.
რაც შეეხება ინფლაციას, სსფ 2021 წელს
3.8%- იან ინფლაციას პროგნოზირებს. მაშინ, როდესაც გასული წლის ნოემბერში, 2021 წლის
ბოლოსთვის ინფლაციის სამიზნე 3%-იან მაჩვენებლზე მიახლოებას ვარაუდობდნენ.
სსფ 2022 წლისთვის ინფლაციის
2.7%-იან მაჩვენებელს ვარაუდობს, ისევე როგორც 2023 წელს. 2024-2025 წლებში სსფ ინფლაციის
3%-იან ნიშნულზე დაფიქსირებას ელის, 2026 - ში კი 2.95%-ზე. 2021 წლის ეკონომიკური
ზრდის პროგნოზი სსფ-მ უკვე მეორედ შეამცირა.
თავდაპირველი პროგნოზი გასული წლის
ოქტომბერში 5% იყო, მომდევნო პროგნოზი კი სსფ-მ, მისიის ვიზიტისას 4.3%-ზე გააკეთა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss