ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Bmatch-ზე ვისოლის და მაგთის ტრანზაქციები იზრდება
8 აპრილი, 2021, 19:41
Bmatch-ზე ვისოლის და მაგთის ტრანზაქციები იზრდება

თბილისი (GBC)Bmatch-ზე წელს (მარტის ჩათვლით) დადებულ გარიგებებში  არასაფინანსო კომპანიების  (ვისოლი, მაგთი, Eaton Vance) წილი ჯერ მოკრძალებულია - 7.7%. სულ, მოედანზე, $142 მლნ -ზე მეტია ნავაჭრი. პლატფორმაზე სავაჭროდბ სხვა მსხვილი ენერგეტიკული  და ტექნოლოგიური კომპანიებიც ემზადებინ. საშუალოები ჯერ არ ჩანან, თუმცა ფინანსისტები აღნიშნული კომპანიებისთვის Bmatch-იდან მეტი სიკეთის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშნავენ,  სებ-ის პრეზიდენტი ყველას ელის, მთელი რიგი მახასიათებლებით პლატფორმის მიმზიდველობის გამო - გარიგებების ავტომატურ რეჟიმი, თავისუფლება, ანონიმურობა (გარიგების მხარეები ავტომატურ რეგისტრაციამდე ერთმანეთს ვერ ხედავენ, კონტრაგენტებს და ლიმიტებს თავად ირჩევენ) და + ყველა სხვა..., რაც ოპტიმალურ კურსს უზრუნველყოფს

ბლუმბერგი ეს მოედანი 03/2020 -დან გაეშვა, თავდაპირველად სებ-მა და ბანკებმა გატესტეს. იანვრიდან (2021) ბანკებს და მისოებს ნელ-ნელა მსხვილი ნავთობიმპორტიორი და მობილური ოპერატორი შეუერთდა, თუმცა განაცხადებს შუამავალი ბანკის მეშცეობით მანამდეც წარადგენდნენ. როგორც იცით  $/₾ (ჯერ მოედანს სხვა წყვილები არ აქვს) კონვერტაციის შეთავაზება კომერციული ბანკის გავლითაც შესაძლებელია. პროფილური კომპანიების ფინანსისტების განმარტებით, Bmatch-ის ხიბლი, ერთდროულად ბევრ მხარესთან , მათ შორის  ყველა ბანკთან, კომპანიის სასურველი კურსით გარიგების შესაძლებლობაა.

Bloomberg-ი საქართველოში BMatch-ის დანერგვისთვის დაჯილდოვდა, Central Banking-ის საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურული მომსახურების ნომინაციაში გაიმარჯვა. 

BMatch - ზე გაზრდილმა კონკურენტულმა და კიდევ უფრო გამჭვირვალე გარემომ ყიდვა/გაყიდვის შორის სხვაობის - სპრედების - მნიშვნელოვნად შევიწროების შესაძლებლობა შექმნა.  BMatch -ზე ბანკთაშორის ბაზარზე საუკეთესო კურსებია და, რაც მთავარია, დადებული გარიგებები  კარგად ასახავს იმ დროს ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას. ეროვნული ბანკიც ოფიციალური კურსს  BMatch-ზე გარიგებებით ადგენს.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები