| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის პირველი იანვრიდან პენსიები გაიზარდა, თუმცა ინფლაციის
ტემპის გათვალისწინებით მისი მსყიდველუნარიანობა ყოველდღიურად იკლებს. კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა
20 ლარით, 240 ლარამდე. 2020 წლის მარტის 240 ლარი ლარის ინფლაციის გათვალისწინებით
2021 წლის მარტის მდგომარეობით შეადგენს 257.32 ლარს. შედეგად ზრდა არა 20 ლარი არამედ
მხოლოდ 3 ლარი გამოდის, ამ თანხის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით.
70 წლის ან მეტი ასაკის
პენსიონერებისთვის პენსია 2021 წლიდან გაიზარდა 25 ლარით და გახდა 275 ლარი. გასულ წელთან შედარებით კი ამ თანხის
მსყიდველუნარიანობა 19 ლარით არის შემცირებული. შედეგად გამოდის რომ პენსიონერებისთვის
პენსია არა 25 ლარით გაიზარდა, არამედ მხოლოდ 6 ლარით.
2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში
4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.
ყველა ადამიანს საკუთარი პერსონალური ინფლაცია აქვს, თუმცა ყველა
მათგანში შედის მაგალითად საკვების ფასები - სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 1.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ზეთი და ცხიმი (35.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი
და სხვა ტკბილეული (13.0 პროცენტი), თევზეული (12.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი
(8.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი). ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში
კი ფასები მომატებულია 13.6 პროცენტით, ფასები
გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.3 პროცენტი) და ამბულატორიული
სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss