ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
IMF: ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო ფინანსურ მდგრადობას გააძლიერებს
12 აპრილი, 2021, 17:25
IMF: ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო ფინანსურ მდგრადობას გააძლიერებს

თბილისი (GBC) - “ფინანსურმა სექტორმა მომგებიანობა 2020 წელსაც შეინარჩუნა და საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება COVID-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს”, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მიმოხილვის პრეს რელიზში. 

სსფ ელის რომ სამომავლოდ საზედამხედველო პოლიტიკამ უნდა დააბალანსოს, ერთი მხრივ, აღდგენის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, პროაქტიულად გაუმკლავდეს უმოქმედო სესხების ზრდას. ბანკების 3 რეზოლუციის ახალი ჩარჩო კი ფინანსურ მდგრადობას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. 

„გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. 

მოკლევადიან პრიორიტეტებში შედის გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავება COVID-19 შოკის შედეგებთან გასამკლავებლად და განათლების რეფორმა“, - ნათქვამია პრეს რელიზში. 

დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მერვე მიმოხილვა ფორმალური განხილვის გარეშე1 დაასრულა. ამ პროგრამას სსფ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში 4 წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს. ეს არის ამ პროგრამის ბოლო მიმოხილვა და მისი დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 78 მილიონი SDR (დაახლოებით $111 მილიონი აშშ დოლარი). ამ ტრანშის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები 484 მილიონი SDR (დაახლოებით $687 მილიონი აშშ დოლარი) იქნება.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები