| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა TBC Leasing-ის (TBCL)
პროგნოზი დედა კომპანიის მსგავსად, ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, მისი გრძელვადიანი
გამომშვების დეფოლტ რეიტინგი (IDR) კი ‘BB-‘ - ზე და დამხმარე
რეიტინგი (SR) ‘3’ - ზე დაადასტურა.
TBC Bank -
ის აუთლუქის ცვლილება ასახავს პანდემიის
უფრო დაბალ ზეწოლას და ასევე საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზაციას, რაც ხელს შეუწყობს
ბანკის საკრედიტო პროფილს და TBC Leasing -
ის მხარდაჭერის შესაძლებლობას.
Fitch-ის განმარტებით, TBCL-ის IDR განპირობებულია, TBC
Bank-ს მხარდაჭერისგან, ხოლო აუთლუქი დედა კომპანიის ე.წ. მირორინგია.
TBCL-ის მომხმარებლები ხშირად უფრო მაღალრისკიანები არიან,
ვიდრე TBC Bank-ის
მომხმარებლები, თუმცა ეს ნაწილობრივ შერბილებულია ლიკვიდური უზრუნველყოფის ხელმისაწვდომობით
და რისკის ადექვატური ფასებით.
Fitch-ის
განცხადებით, TBCL– ის დამოუკიდებელი საკრედიტო პროფილი არაა IDR–ის მამოძრავებელი,
რადგან იგი შეზღუდულია მონოლინური ბიზნესის მოდელის, აქტივების სუსტი ხარისხის, მაღალი
რისკის და მაღალი ბერკეტისადმი ტოლერანტობის გამო. დადებითი თვალსაზრისით კი,
TBCL– ის მომგებიანობა ძლიერია, რაც თიბისი ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია და
ხაზს უსვამს TBCL– ის პოზიტიურ წვლილს მშობლის საქმიანობაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss