ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ქართულ ბონდებს MOODY'S-მა BA2 რეიტინგი მიანიჭა
14 აპრილი, 2021, 18:24
ქართულ ბონდებს MOODY'S-მა BA2 რეიტინგი მიანიჭა

თბილისი ( GBC) -Moody's Investors Service-მა საქართველოს მთავრობის ახალ ევრობონდებს, ლონდონის ბირჟაზე Ba2 რეიტინგი მიანიჭა, პროგნოზით "სტაბილური.

სარეიტინგო კომპანიის განმარტებით, პროგნოზი "სტაბილური" მიათითებს რომ საქართველოს რეიტინგის რისკები დაბალანსებულია. Moody's Investors Service -ში იმედი აქვთ,რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს ეკონომიკის ზრდისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვის.

Moody's მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაბამისად გამოიწვევს ქვეყნის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შემოდინებულ ინვესტიციებზე.Moody’s-ის შეფასებით, კორონა ვირუსის პანდემიის გავლენა საქართველოს ფისკალურ სიძლიერეზე აისახება.

სწორედ ამან გამოიწვია ვალის ზრდა მშპ-ს 61%-ზე მეტად. ამის ნაწილობრივ კომპენსაციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველო სარგებლობს სესხის ხელსაყრელი სტრუქტურით. მისი აბსოლუტური უმრავლესობა მრავალმხრივი და ორმხრივი სესხია და პირობებიც შედარებით შეღავათიანია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები