ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა
15 აპრილი, 2021, 13:15
ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა

თბილისი (GBC) - მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მარტში ფულადი გზავნილები ისტორიულად მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა. გზავნილები საქართველოში წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციას აჩვენებს, 2021 წლის მარტის მონაცემზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2020 წლის დეკემბერში დაქსირდა, თუმცა წლის ბოლო თვეს როგორც წესი გზავნილები მზარდია. თუკი მარტს წინა წლების ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, 2021 წლის მონაცემი ისტორიული მაქსიმუმია.

ფულადი გზავნილების ზრდას ეროვნული ბანკი მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს. კერძოდ, თემაზე კომენტირებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ თუკი წინა პერიოდში თანხა ქვეყანაში ფიზიკურ პირებს ნაღდი ფულის სახით შემოჰქონდათ, ახლა შეზღუდვების ფონზე ისინი თანხას გზავნიან.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.

2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მარტის (20.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები