| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მოთხოვნა მიწოდებას 4-ჯერ აღემატებოდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში არსებობს მოთხოვნა და უცხოელი ინვესტორები დაინტერესებულები არიან ინვესტირებით", - თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ 10 წლიანი $500 მლნ -ის ევრობონდების რეფინანსირების და იმავე მოცულობის 3%-ზე ნაკლები შემოსავლიანობით 5-წლიანის განთავსება მთავრობას და საზოგადოებას მიულოცა. სპეციალურ ბრიფინგზე ევრობონდების აუკეთესო პირობებით დალისტვაზე განაცხადა, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ასევე ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით.
"ბედნიერები ვართ, რომ ასეთი კარგი პირობები იქნა მიღწეული", - ქვეყნის მთავარი სისტემუერი ბანკის CEO-მ პანდემიის კრიზისის გამოწვევებით საერთაშირისო კაპიტალის ბაზრის ფულის მოზიდვის ალტერნატიული წყაროს მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზრისთვის გარკვეული რეფორმები გატარდა და ბაზრის განვითარებისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ წინა განთავსებაზე ( 10 წლიანი) ნაკლები ვადის არჩევა ბაზრის ერთგვარი გატესტვა იყო შემდეგი მიზნისთვის, რაც ლარის ემისიით ინვესტორების წინასწარი განწყობების შექმნას გულისხმობდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss